BBC-ს მიერ მილიარდ დოლარიან თაღლითურ სქემასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ სტატიას, რომლის ერთ-ერთ მთავარ ორგანიზატორად დავით კეზერაშვილია მოხსენიებული, ეხმაურება ლეიბორისტული პარტიის წევრი, ნინო მეტრეველი, და წერს:
“კეზერა ყოფილა ძმაო ფანტომასი.
თბილისში ქოლცენტრს ამუშავებდა, წლების მანძილზე და ხელისუფლებამ ,,ბბს” -დან გაიგო? სუსი-მუსი თუ საღათას ძილშია, რამდენი სიუჟეტი გააკეთა ქართულმა მედიამ თბილისსა და ბათუმში არსებულ ასეთ კანტორებზე, სხვადასხვა პატრონების დასახელებით? ერთხელ რატომ არ დაინტერესდნენ? იმიტომ, თუ რატომ?”