ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძესაზოგადოებას აფრთხილებს:
“მოსახლეობის ძალიან სერიოზულ სეგმენტს არ სჯერა, რომ არსებობს კოვიდინფექცია და მიაჩნიათ, რომ ეს ვიღაცის გამოგონილია, ან რაღაც მიზნით ხდება ამით მანიპულირება.ვაფრთხილებ, ეს სასიკვდილოა. მე მივმართავ, ვთხოვ, მოსახლეობას, ყველას, ვისაც ექნება რესპირაციული ინფექციის ნებისმიერი სიმპტომი, ეს იქნება ცხელება, თუ ცხელების გარეშე, ნუ მიმართავენ თვითმკურნალობას, ან ვთქვათ, მეზობლების, ან ნაცნობი ექიმების რჩევით მკურნალობას, ძირითადად, თვითმკურნალობას, დაუყოვნებლივ მიმართონ შესაბამის სამედიცინო სტრუქტურებს” – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.