მარსი
მოგეხსენებათ, ვერძის ნიშანს აგრესიული, მეომარი და მტკიცე პლანეტა – მარსი მართავს. უხსოვარი დროიდან, ასტროლოგები მას შედარებით კონფლიქტურ პლანეტად თვლიან და ამბობენ, რომ მისი გავლენით ბუნებრივი თუ სხვა ტიპის კატასტროფები, უთანხმოებები, ომები და დაპირისპირებები ხდება.
პლუტონი
აპრილის დაბნელების წერტილი პლუტონის კვადრატში იქნება. ეს საკმაოდ უჩვეულო პლანეტაა, რომელიც ინსტინქტების, ქვეცნობიერისა და ჩვენი ცხოვრების რეალიზაციის საკითხებს აკონტროლებს. პლუტონის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თვისება ცვლილებების ენერგია, ძველის სიკვდილი და ახლის დაბადებაა.
იუპიტერი
ასევე, დაბნელების დროს თავს იჩენს სიმრავლის პლანეტა იუპიტერი. იგი ქვეცნობიერზე, ახალი შესაძლებლობები გახსნასა და რესურსების განახლებაზეა პასუხისმგებელი.
რას უნდა ველოდოთ მზის დაბნელებისაგან?
ასტროლოგების თქმით, მზის დაბნელების ენერგია თითოეულ ადამიანზე იმოქმედებს და სხვადასხვა ტიპის გავლენას მოახდენს. არის გარკვეული სირთულეები, რომლებსაც შესაძლოა, სწორედ ამ დღეს შეხვდეთ. კერძოდ:
მზის დაბნელება ადამიანებში გამძაფრებულ ემოციებს იწვევს. ამიტომაც, შესაძლოა, მომატებული შფოთვა იგრძნოთ. გაგიჭირდეთ ადამიანების გაგება და ამან კონფლიქტური სიტუაცია შექმნას.
ასევე, შეიძლება, იმპულსური გადაწყვეტილებების მიღების სურვილი გაგიჩნდეთ. ან კიდევ ისეთი რაღაცები იყიდოთ, რაც სრულიად არასაჭიროა. ამ დღეს ფინანსური რესურსის არაგონივრული ხარჯვაა მოსალოდნელი, ამიტომაც, ფრთხილად იყავით.
ასტროლოგების თქმით, მზის დაბნელების პერიოდში ადამიანები უენერგიოდ და უმოტივაციოდ არიან. ამიტომაც, შესაძლოა, გაგიჭირდეთ ჩვეული რუტინის შესრულება, გარკვეული სირთულეებისა და საფრთხეების წინაშე დადგეთ და თავი ცუდად იგრძნოთ.
ამ დღეს ახალ საქმეს ნუ წამოიწყებთ და ნურც მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს მიიღებთ, რადგანაც, როგორც აღვნიშნეთ, ემოციური ფონი მომატებულია და შესაძლოა, არასწორი გზა აირჩიოთ.
მოერიდეთ კონფლიქტურ სიტუაციებს და შეეცადეთ, დრო მშვიდად გაატაროთ.
გარდა საფრთხეებისა, მზის დაბნელება ადამიანებს კარგ ცვლილებებსაც მოუტანს:
ამ დღეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ განახლება დაიწყოთ, ძველს დაემშვიდობოთ და თქვენს ცხოვრებაში ახალი ენერგია შემოუშვათ. ეს ეხება როგორც ნივთებს, ასევე ურთიერთობებს. დაემშვიდობეთ ყველაფერს, რაც უკვე მოძველდა და ბედნიერება აღარ მოაქვს. ასტროლოგების თქმით, თუკი თქვენი მიზნის შესასრულებლად ერთ ნაბიჯს მაინც გადადგამთ, ის საქმე აუცილებლად წარმატებული და იღბლიანი იქნება.
მზის დაბნელების დღეს სიმამაცე, სიმტკიცე და თავდაჯერებულობა გამოიჩინეთ. არ თქვათ უარი ახალ შეთავაზებაზე, შეეცადეთ, საკუთარი თავი სწორად წარმოაჩინოთ და პოტენციალს ხალი გაუსვათ. ასე პლუტონისა და მარსის მხარდაჭერას მიიღებთ და ისინი წარმატების მიღწევაში დაგეხმარებიან.
წყარო – “ბომონდი”