ქართველ მომღერალს ნუცა ბუზალაძეს უკვე მილიონობით ადამიანი იცნობს. ის ახლა ამერიკის ერთ-ერთ მეგაპროექტში, American Idol-ში იღებს მონაწილეობას და ქართველ ხალხს ყოველ გამოსვლაზე სიამაყით ავსებს.
ნუცა ქართველმა საზოგადოებამ წლების წინ მაშინ გაიცნო, როდესაც ის 13 წლის ასაკში ქართულ პროექტ “ნიჭიერში” გამოვიდა.
