სანაკრებო პაუზის შემდეგ “ნაპოლის” ფორვარდმა ვიქტორ ოსიმენმა ვარჯიშზე დაზიანება მიიღო.
იტალიური გამოცემის, Il Mattino-ს მიერ გავრველებული ინფორმაციის თანახმად, ოსიმენის “მილანთან” თამაში თითქმის გამორიცხულია.
ინფორმაცია ოფიციალურად არ დადასტურებულა, თუმცა საქმე აქამდე მიდის. ნიგერიელი თავდამსხმელის რეაბილიტაციის პროცესის მიხედვით, ის “მილანთან” თამაშს ვერ მოახერხებს.
საგულისხმოა, რომ “პარტენოპეის” “მილანთან” შეხვედრაში კიდევ ერთი 9-იანი, ჯოვანი სიმეონე დააკლდება.
