“სამუდამოდ გადავდივარ თბილისიდან” – ამის შესახებ ცნობილი ბლოგერი და აქტივისტი დომენიკ მანგო წერს.
“საქართველოში როგორც კი ჩამოვალ, სამუდამოდ გადავდივარ საცხოვრებლად თბილისიდან. უნდა დავიწყო ჩემი სახლის და ლამაზი ბაღის შენება, იქ სადაც დედაჩემი დაიკრძალა. ეს იქნება ხეხილის, ყვავილების, საუკუნოვანი ხეების ბაღი, სადაც ცხოველები და ფრინველები იქამდე იცხოვრებენ, სანამ თავისით არ ამოწურავენ სიცოცხლის დროს. ყველაფერი იზოლირებული იქნება, მთლიანად მოწყვეტილი სისტემისგან. მთელი ზაფხულის მანძილზე შენების პროცესში ვიქნები, სანამ არ შევასრულებ მიზანს, არცერთი დღით არ მოვშორდები საქმეს”
