გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოეს დღეებში მოსალოდნელი ამინდის პროგნოზს ავრცელებს.
„8 აპრილს საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელია წვიმა, ღამით მაღალმთაში შესაძლებელია თოვლჭყაპი, ზოგან ძლიერი. დღისით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს“
9 აპრილიდან პერიოდულად კვლავ გამოიდარებს, თუმცა მომდევნო ორი კვირის განმავლობაში არამდგრადი ამინდია ნავარაუდევი. ტემპერატურა მიმდინარე დღეებში 20-22 გრადუსის ფარგლებში იქნება, შემდეგ დღეებში შედარებით დაიკლებს. დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში წვიმაა მოსალოდნელი, ტემპერატურა, დაახლოებით, 15-20 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი. აღმოსავლეთ საქართველოშიც არამდგრადი ამინდია ნავარაუდევი, ტემპერატურა კი 16-21 გრადუსის ფარგლებში იქნება.” – გვითხრეს გარემოს ეროვნულ სააგენტოში.
მათთან ასევე ვიკითხეთ, დაახლოებით, როგორი ამინდია ნავარაუდევი აღდგომას, თუმცა გვითხრეს, რომ ინფორმაციას რამდენიმე დღეში გამოაქვეყნებენ.
Amindi.ge-ს მონაცემების მიხედვით კი, 16 აპრილს თბილისში წვიმაა მოსალოდნელი, ტემპერატურა კი 20 გრადუსამდე მიაღწევს.
წყარო: მშობლები.ge
