ცნობილი ქართველი მომღერალი ნინი შერმადინი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
“დღეს ხარებაა, ყველაზე ლამაზი და ბედნიერი დღესასწაული, როდესაც მთავარ ანგელოზმა ახარა მარიამ ღვთიმშობელს, რომ იგი შობდა მაცხოვარს. ❤️🙏 დღეს მე მახარა მაიკო კაჭკაჭიშვილმა დედას ხსოვნისთვის სიმღერა. თითქოს ყველა სიტყვა, ფრაზა, მელოდია ჩემი გულიდან წაიკითხა… გენიოსია! ყველაზე უფრო დიდი თვისება რაც აქვს ძალიან დიდი გული აქვს! მადლობა მაი… ძალიან ბევრი ვიტირე ❤️😢 რამდენი მადლობაც არ უნდა გადაგიხადო, ვერასდროს ეყოფა იმ გრძნობას, რაც შენ მე მაჩუქე დღეს. ჩემი ლამაზი ფისუნიას ხსოვნას უკვდავყოფს ეს უკიდეგანოდ მაგარი სიმღერა! მიყვარხარ ❤️ აი ეს ის ემოციებია რაც სიმღერის მოსმენის დროს დამემართა! მალე გამოვა და იმედია ყველას შეგიყვარდებათ, ზუსტად ისეთივე ლამაზი, თბილი და ტკბილი სიმღერაა, როგორიც ჩემი ფუმფულა დედიკო იყო!
მაი დიდი მადლობა ყველაფრისთვის ❤️🙌🙏
პ.ს რომ ცოდნოდა როგორ მატკენდა გულს მისი წასვლა, დარწმუნებული ვარ არ მიმატოვებდა ესე ადრე… ალბათ ვერ ვუთხარი როგორ მიყვარდა ❤️ ხარებას გილოცავთ, მიყვარხართ ❤️” – წერია პოსტში.
