დეკანოზი, ილია ჭიღლაძე საქართველოს პატრიარქთან რიგითი მოქალაქეების შესვლის შეუძლებლობაზე მორიგ პოსტდ აქვეყნებს.
ამჯერად, დეკანოზმა აწ გარდაცვლილი სასულიერო პირის, დეკანოზ გიორგი შალამბერიძის მეუღლის პოსტის ფოტო გამოაქვეყნა:
“კვარაცხელიას და ბუზალაძის პატრიარქთან მიღების ფოტოებს რომ გულავდნენ და ტაშს უკრავდნენ, იმ ხალხს წააკითხეთ ეს. და ეს ჩვეულებრივი ფაქტია, გამონაკლისი არ გეგონოთ”, – წერს დეკანოზი.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, პატრიარქთან კვარაცხელიების ოჯახი იმყოფებოდა, შემდეგ ნუცა ბუზალაძე.

