თავდაცვისა და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში ახალ პოსტს აქვეყნებს.
ის რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ ვიდეოს ეხება, რომელზეც ჩანს, რომ ბიძინა ივანიშვილი თავის თუთიყუშებს კვებავს.
„გამოდგა სრულიად საქართველო და დაიწყეს ბიძინას თავზე დამჯდარი თუთიყუშების ვიდეოს მეცნიერული განხილვა. ზოგმა აი თუ პოლიტიკიდან არ წასულაო, ზოგმა პირიქითო, ზოგმა ფლორა და ფაუნას გადააკვდაო.
ნეტავ თქვენ არ მკითხაობდეთ რა.
არ გაგიგიათ ძველი გამოთქმა – ჩიტმა თუ დაგასკინტლა ფულს იშოვიო? კაცი სპეციალურად ასკინტლინებს თუთიყუშებს და მაგით შოულობს მილიარდებს, თქვენ კიდევ – აქ არაფერი გამოდის და ამერიკაში, ევროპაში ან სადმე წავიდეთ ფულის საშოვნელადო“ , – წერს ის.
ბიძინა ივანიშვილი თუთიყუშებთან ერთად – ვიდეო იხილეთ აქ
