ვრცელდება ინფორმაცია, რომ „მთავარ არხს“ კორონავირუსი მოედო. როგორც ირკვევა, არხზე კორონავირუსი სხვებსაც დაუდასტურდათ, მათ შორის ჟურნალისტებს, ოპერატორებს და სხვა სამსახურების თანამშრომლებს.
იმის გამო, რომ ნიკა გვარამია, მისთვის უჩვეულოდ, დღის განმავლობაში ეთერში არ გამოჩენილა, მის დაინფიცირებაზეც ალაპარაკდნენ.
არხის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი „პრაიმტაიმთან“ ინფორმაციას ნაწილობრივ ადასტურებს:
“გრიპი შემხვდა, თუმცა უკვე ფეხზე ვარ და კარგად ვარ. უკვე მეოთხედ გავიკეთე კორონავირუსის ტესტი და, საბედნიეროდ, არც მე და არც ბავშვებს არ დაგვიდასტურდა.
ჩვენთან დაუდასტურდათ კორონავირუსი თანამშრომლებს, მათ შორის გიორგი გაბუნიასაც, თუმცა ისინი კარგად გრძნობენ თავს“ – განაცხადა ნიკა გვარამიამ.