ტუბა ბუიუკუსტუნი მსოფლიოში ცნობილი თურქი მოდელი და მსახიობია. თურქეთში ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ, წარმატებულ და მაღალანაზღაურებად მსახიობად ითვლება.
სკანდალური სასიყვარულო ურთიერთობები
თუბა ბუიუქუსთუნის სახელს არაერთი გახმაურებული სასიყვარულო ურთიერთობა უკავშირდება. მსახიობი 2011 წელს თავისივე კოლეგაზე, ონურ საილაქზე დაქორწინდა. ქორწინების რომანტიკული ცერემონია საფრანგეთში, პარიზში შედგა. 2012 წელს მათ ტყუპი გოგონები შეეძინათ – მაია და თოფრაქი. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებაში შეყვარებული და ბედნიერი წყვილის შთაბეჭდილებას ტოვებდნენ, საბოლოოდ, ვერ შეძლეს ურთიერთობის შენარჩუნება და 2017 წელს ერთმანეთს დაშორდნენ.
განქორწინების შემდეგ მალევე, 2017 წელს თუბამ რომანტიკული ურთიერთობა დაიწყო ახალგაზრდა ბიზნესმენ უმუთ ევირგენთან, თუმცა ამ ურთიერთობამ დიდხანს არ გასტანა.
რამდენიმე თვის წინ კი თურქული მედია თუბასა და მასზე 9 წლის უმცროს თურქი მსახიობის მერთ დუიმაზის სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ წერდა. მოგვიანებით დაიწერა, რომ წყვილი ერთმანეთს რამდენიმეთვიანი ურთიერთობის შემდეგ დაშორდა. ამ თემაზე თავად მსახიობს კომენტარი არ გაუკეთებია.
აღსანიშნავია ისიც, რომ სანამ ონურ საილაქზე დაქორწინდებოდა, ურთიერთობა ჰქონდა სერიალ “ასის” ოპერატორთან, სამი საიდანთან და მაშინ, როცა ყველა თუბასა და მურათ ილდირიმის რომანზე წერდა, ბუიუქუსთუნი სინამდვილეში ოპერატორზე იყო შეყვარებული.
როგორც ცნობილია, ამჟამად მისი გული თავისუფალია და მთლიანად კარიერასა და შვილებზეა კონცენტრირებული.
წყარო : reitingi.ambebi.ge