შოთო სიხარულიძე ბათუმში დაშავებული მცირეწლოვნის, 3 წლის დანიელის ჯანმრთელობის შესახებ სოციალურ ქსელში უახლეს ინფორმაციას ავრცელებს.
„საზოგადოების მაღალი ინტერესებიდან გამომდინარე, ვწერ – დანიელი რეანიმაციაშია, შესვლა შეუძლებელია. ემიგრანტებო ვესაუბრე მშობლებს. დანიელი ამოძრავებს ხელს, ფეხს, ფეხზე ვერ დგება და ვერ ჯდება. ვერ საუბრობს და ყველაზე გულსატკენი ისაა, რომ ვერ ხედავს, მხედველობის პრობლემა აქვს… იმედს არ ვკარგავთ, რომ დანიელი გამოჯანმრთელდება და უფლის წყალობით, ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდება…
ამ ეტაპზე, მდგომარეობა ასეა, როგორ იქნება მომავალში, მოგაწვდით ზუსტ ინფორმაციას. ექიმები ვერაფერს გვეუბნებიან. ვრცელდება არასწორი ინფორმაციები, სიმართლე არის ეს! გთხოვთ, თავი შეიკავოთ დეზინფორმაციის გავრცელებისგან! მხოლოდ და მხოლოდ ლოდინია საჭირო.. ვლოცულობთ, რომ დანი გამოჯამრთელდეს..“ – წერს შოთო სიხარულიძე.
ცნობისთვის, ოჯახს საზოგადოების ფინანსური მხარდაჭერა სჭირდება
მიმღები: თაზო ბერიძე (მამა)
GE67TB7699245068100030 თიბისი
GE20BG0000000545804997 საქართველო
შეგახსენებთ, 12 მარტს, ბათუმში ბულვარში ძლიერი ქარის გამო ბატუტი გადაბრუნდა, რა დროსაც 10 წლის დავითი გარდაიცვალა, მისი ძმა, სამი წლის დანიელი კი მძიმედ დაშავდა.
ბათუმის ბულვარში მომხდარ ფაქტზე 64 წლის კაცი დააკავეს.