აქტივისტი დომენიკ მანგო სოციალურ ქსელში ახალ პოსტს აქვეყნებს.
„თქვენ გგონიათ ამ ხალხმა, რომელიც კომენტარებში გამოდის და ახალგაზრდებს სექტანტებს უწოდებს, არ იცის რომ ისინი არანაირი სექტის წევრები არ არიან? რა თქმა უნდა კარგად იციან, უბრალოდ ღვარძლის ნთხევის ლეგიტიმური შანსი ეძლევათ და სადაც კი პოულობენ საშუალებას, იქვე ანთხევენ თავიანთი გაბოროტებული ცხოვრების შედეგს. სადაც კი საშუალება ეძლევათ ვინმეს დასჯას მოაწერონ ხელი, იქვე მიცვივდებიან და ყვირიან დასაჯეთ, დასაჯეთ, რადგან თავადვე არიან ცხოვრებისგან დასჯილები და სადღაც ნაცრისფერ კუთხეში შეტენილები. გამოვა მათი მწყემსი, ერთს დაუყვირებს და ეს ღვარძლმოსილი ბიდლოც აკიკინდება. კოლიზეუმია ჩვეულებრივი, შეიყრებიან და ოვაციებით ყიჟინებენ ბოროტი ზრახვებით. ეს მდარე ხალხი, ეკლესიებში და ანაფორებში შეფარული ტურები, ცოცხალ ადამიანებს რომ წრეს ურტყამენ და შემპარავად ცდილობენ ლეშად აქციონ.
ყველაფერი კარგად ესმის ამ ტურებს, მათ უბრალოდ ლეში სჭირდებათ“ , – წერს მანგო.