სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში დღეს გამოიდარებს, თუმცა, ოთხშაბათიდან ისევ ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.
როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამმართველოს უფროსი სვეტლანა ნიორაძე ,,პრაიმტაიმთან” აცხადებს, დღეს საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხვალიდან კი ისევ ამინდი ისევ გაუარესდება.
„28 მარტს თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა ზოგან შესაძლოა, 20 გრადუსამდე გათბეს.
29 მარტიდან ამინდი ისევ შეიცვლება, მოსალოდნელია წვიმა, ქარის გაძლიერება და ტემპერატურის დაკლება“ – ამბობს სინოპტიკოსი