Tuesday, May 13, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home მოგზაურობა

“ცილისწამებაა, თითქოს მარიკა ბაკურაძე “იმედში” მუშაობის გამო გავათავისუფლეთ” – “არტანუჯის” დამფუძნებელი ჟურნალისტის ბრალდებას პასუხობს

March 27, 2023
“ცილისწამებაა, თითქოს მარიკა ბაკურაძე “იმედში” მუშაობის გამო გავათავისუფლეთ” – “არტანუჯის” დამფუძნებელი ჟურნალისტის ბრალდებას პასუხობს

გა­მომ­ცემ­ლო­ბა “არ­ტა­ნუ­ჯის“ დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, ბუბა კუ­და­ვა ჟურნალისტ მარიკა ბაკურაძის გუშინდელ განცახდებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, აღნიშნული გამომცემლობიდან ბაკურაძე არ გათავისუფლებულა იმის გამო, რომ ის „იმედის“ თანამშრომელია.

კუდავამ აღნიშნა, რომ რეალური მიზეზი ბაკურაძის არასაკმარისი დრო იყო.

“სო­ფელ­ში ვარ. დღის ბო­ლოს მო­ვი­ცა­ლე და ჩვე­ნი გა­მომ­ცემ­ლო­ბის თა­ნამ­შრომ­ლის – მა­რი­კა ბა­კუ­რა­ძის გან­თა­ვი­სუფ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პოს­ტე­ბი, კო­მენ­ტა­რე­ბი და სი­უ­ჟე­ტე­ბი ჩა­ვათ­ვა­ლი­ე­რე. ერ­თა­დერ­თმა მი­ზეზ­მა გა­და­მა­წყვე­ტი­ნა ამ ამ­ბავს გა­მოვ­ხმა­უ­რე­ბო­დი: მა­რი­კას მო­საზ­რე­ბა, რომ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ტე­ლე­კომ­პა­ნია “იმედ­ში“ მის მუ­შა­ო­ბას უკავ­შირ­დე­ბა, თა­ვად მა­რი­კა­მაც, მის­მა კე­თი­ლის­მსურ­ვე­ლებ­მაც და სრუ­ლი­ად უც­ნო­ბებ­მაც, არა ინ­ტერპრე­ტა­ცი­ად, არა­მედ უტყუ­არ ფაქ­ტად წარ­მო­ა­ჩი­ნეს. ვინც კარ­გად მიც­ნობს, და­მი­სა­ხე­ლოს ერთი თა­ნამ­შრო­მე­ლი მა­ინც, ვინც, ცხოვ­რე­ბის რო­მე­ლი­მე ეტაპ­ზე, რო­მე­ლი­მე სამ­სა­ხუ­რი­დან, პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის გამო ან არ მი­მი­ღია, ან პი­რი­ქით, გა­მი­თა­ვი­სუფ­ლე­ბია.

მი­უ­კერ­ძო­ე­ბე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი არა­ერთ სა­პი­რის­პი­რო მა­გა­ლითს კი ნამ­დვი­ლად გა­იხ­სე­ნე­ბენ. წმინ­და წყლის ცი­ლის­წა­მე­ბაა, თით­ქოს გა­მომ­ცემ­ლო­ბის მე­ნე­ჯმენ­ტის ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, თა­ვის­თა­ვად სა­მარ­თლებ­რი­ვი ჩარ­ჩოს ფარ­გლებ­ში მოქ­ცე­უ­ლი, რა­ი­მე ფორ­მით და­კავ­ში­რე­ბუ­ლი იყოს ტე­ლე­კომ­პა­ნია “იმე­დის“ სა­რე­დაქ­ციო პო­ლი­ტი­კას­თან და მა­რი­კა ბა­კუ­რა­ძის “იმედ­ში“ მუ­შა­ო­ბას­თან. ვე­ცა­დე სათ­ქმე­ლი შე­მერ­ბი­ლე­ბი­ნა, მაგ­რამ მო­დით, ვთქვათ პირ­და­პი­რაც: “გაღ­მა შე­ე­და­ვე“-ს კამ­პა­ნია ერთ დიდ ტყუ­ილ­ზეა აგე­ბუ­ლი.გა­მომ­ცემ­ლო­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა­ში, ზოგს გა­უკ­ვირ­დე­ბა და, სა­კად­რო თუ სხვა სა­ხის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბი­სას, ერ­თმა­ნე­თის მო­საზ­რე­ბას ან­გა­რიშს ვუ­წევთ. ასე რომ არ ყო­ფი­ლი­ყო, მა­რი­კა ბა­კუ­რა­ძეს­თან, მას­თან პი­როვ­ნუ­ლი სი­ახ­ლო­ვის მი­უ­ხე­და­ვად, სამ­სა­ხუ­რებ­რივ ურ­თი­ერ­თო­ბას წლე­ბის წინ გავ­წყვეტ­დი – როცა მისი მუ­შა­ო­ბით რამ­დენ­ჯერ­მე უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა გა­მოვ­ხა­ტე – მე­ნე­ჯმენ­ტთა­ნაც და თა­ვად მა­რი­კას­თა­ნაც (ეს უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა მის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზმს არ უკავ­შირ­დე­ბო­და, უფრო მის მო­უც­ლე­ლო­ბას).

ამის შემ­დეგ, წლე­ბია, მას­თან უშუ­ა­ლო სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი კავ­ში­რი, რო­გორც ხელ­მძღვა­ნელს, ფაქ­ტობ­რი­ვად, აღარ მქო­ნია. თა­ნამ­შრომ­ლო­ბის დას­რუ­ლე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გა­მომ­ცემ­ლო­ბე­ბის სხვა ხელ­მძღვა­ნე­ლებ­მა და მის­მა უშუ­ა­ლო კუ­რა­ტორ­მა მხო­ლოდ მა­შინ მი­ი­ღეს, როცა, წლე­ბის შემ­დეგ, თა­ვა­დაც მი­ვიდ­ნენ იგი­ვე აზ­რამ­დე. ზო­გის­თვის კო­მუ­ნი­კა­ცი­ის ფორ­მა (ელექტრო­ნუ­ლი მი­მო­წე­რა) აღ­მოჩ­ნდა მი­უ­ღე­ბე­ლი. არ დავ­მა­ლავ: ჩემს სა­კუ­რა­ტო­რო სეგ­მენ­ტებ­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი­სას ასეთ ფორ­მას ნაკ­ლე­ბად მივ­მარ­თავ.

“ფორ­მა“ არ მო­ე­წო­ნათ და სა­პა­სუ­ხოდ ურ­თი­ერ­თო­ბის რო­გო­რი ფორ­მა აირ­ჩი­ეს? უა­პე­ლა­ციო დაბ­რა­ლე­ბის (ლო­გი­კით – “აბა, სხვა რა მი­ზე­ზი უნდა ყო­ფი­ლი­ყო“), იარ­ლი­ყე­ბის მი­კე­რე­ბის, სა­კი­თხში გარ­კვე­ვის გა­რე­შე სა­ჯა­რო და პი­რა­დი შე­უ­რა­ცხყო­ფის, ტე­ლე­კომ­პა­ნია “იმე­დის“ შეკ­ვე­თი­ლი კამ­პა­ნი­ის და­გეგ­მვა-ატა­ცე­ბის… მაშ, “ფორ­მა“ არ ყო­ფი­ლა თქვენ­თვის არ­სე­ბი­თი. უბ­რა­ლოდ, მი­უ­ღე­ბე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი­სა და კომ­პა­ნი­ე­ბის გა­შა­ვე­ბის, ოპო­ნენ­ტე­ბის ლან­ძღვის სა­ბა­ბი მო­გე­ცათ და “ოს­ტა­ტუ­რა­დაც“ ისარ­გებ­ლეთ. ალ­ბათ გა­გა­ო­ცებთ და, ორი დღის წი­ნაც კარ­გად ვუ­წყო­დით, თვე­ე­ბის წი­ნაც და წლე­ბის წი­ნაც, რომ ჩვე­ნი თა­ნამ­შრომ­ლის – მა­რი­კა ბა­კუ­რა­ძის ძი­რი­თა­დი სა­მუ­შაო ად­გი­ლი ტე­ლე­კომ­პა­ნია “იმე­დი“ იყო.

თქვენ წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ად­რეც ერ­თად ვმუ­შა­ობ­დით გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი და მო­მა­ვალ­შიც ასე ვა­პი­რებთ. კამ­პა­ნია რომ ტყუ­ილ­სა და ფა­რი­სევ­ლურ სო­ლი­და­რო­ბას და­ე­ფუძნა, ეს კარ­გად ჩანს კონ­ტრას­ტი­და­ნაც: კარ­გად და­აკ­ვირ­დით, ბოლო პე­რი­ოდ­ში სა­ხელ­მწი­ფო (!) და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი­დან და­დას­ტუ­რე­ბუ­ლად პო­ლი­ტი­კუ­რი ნიშ­ნით (!) ათე­უ­ლო­ბით და ასე­უ­ლო­ბით გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბულ­თა­გან რო­მე­ლი კო­ლე­გა ან მე­გო­ბა­რი და­იც­ვეს კერ­ძო კომ­პა­ნი­ის ერთი შიდა სა­კად­რო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით აღ­შფო­თე­ბუ­ლებ­მა? რო­მელ მუ­ზე­უ­მელს, მეც­ნი­ერს, კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს­გან დევ­ნილ პრო­ფე­სი­ო­ნალს მი­უ­ძღვნეს ასე­თი მგზნე­ბა­რე სი­უ­ჟე­ტე­ბი? იქ ვერ და­ი­ნა­ხეს პო­ლი­ტი­კუ­რი მო­ტი­ვე­ბი, ხომ? იქ მი­სა­ღე­ბი იყო გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის ფორ­მაც და ფორ­მუ­ლი­რე­ბაც (“არა­კომ­პე­ტენ­ტუ­რო­ბა“), არა?

შე­ა­და­რეთ და ად­ვი­ლად დარ­წმუნ­დე­ბით, რო­გორ ანაღ­ვლებთ მარ­თლა უსა­მარ­თლოდ ჩაგ­რულ­თა და პო­ლი­ტი­კურ დევ­ნილ­თა ბედი. უდა­ნა­შა­უ­ლო კო­ლე­გა ცი­ხე­ში უზით და ხმა ვერ ამო­უ­ღი­ათ ვერც ჟურ­ნა­ლის­ტებ­სა და ვერც მის ნაც­ნო­ბებს და კერ­ძო კომ­პა­ნი­ებ­თან მო­ე­ცათ გული! დიახ, ხდე­ბა ხოლ­მე სა­კად­რო ცვლი­ლე­ბე­ბი კომ­პა­ნი­ებ­ში და ეს ნორ­მა­ლუ­რია. მი­ზე­ზიც ბევ­რი შე­იძ­ლე­ბა იყოს და ჩვენ შემ­თხვე­ვა­ში მი­ზე­ზე­ბი სა­გა­მომ­ცემ­ლო სამ­ზა­რე­უ­ლოს ერთი ნა­ბი­ჯი­თაც არ გას­ცდე­ნია. სწო­რი იყო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა თუ მცდა­რი, სა­მარ­თლი­ა­ნი თუ უსა­მარ­თლო, ესეც ალ­ბათ გა­მოჩ­ნდე­ბა.

რაც არ უნდა მოხ­დეს, ყო­ველ­თვის მად­ლი­ე­რი ვიქ­ნე­ბი მა­რი­კა­სი თბი­ლი პი­როვ­ნუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის­თვის (ჩემი სტუ­დენ­ტი გახ­ლდათ), ჩვე­ნი გა­მომ­ცემ­ლო­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ში შე­ტა­ნი­ლი წვლი­ლის­თვის (სხვა­თა შო­რის, ჩემი შე­თა­ვა­ზე­ბით და­ი­წყო ჩვე­ნი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა). მად­ლო­ბა ამ კამ­პა­ნი­ის­თვი­საც, რო­მელ­მაც ჩემი სხვა სტუ­დენ­ტე­ბის, კო­ლე­გე­ბის, ახ­ლობ­ლებ-შო­რებ­ლე­ბის ხე­ლახ­ლა გაც­ნო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა მომ­ცა”.

შეგახსენებთ, ჟურნალისტმა და ტელეწამყვანმა მარიკა ბაკურაძემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერდა, რომ გამომცემლობა “ინტელექტიდან” და “არტანუჯიდან” გაათავისუფლეს.

ნახეთ მისი გუშნდელი პოსტი:

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • როგორ ეხმიანება ნიკა გვარამია ირაკლი კობახიძის წერილს
  • ,,ტირიან, შეწუხებულები არიან…“ – თინა ხიდაშელი კობახიძის მიერ აშშ-ის ლიდერებისთვის გაგზავნილ წერილზე
  • რა გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ თემურ ქათამაძესთან დაკავშირებით?

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge