Tuesday, May 13, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

შესაძლებლობის ზღვარზე ვიარე და ყველას ბოდიში- კეკელიძის მიმართვა

March 27, 2023
ღიმილით ვუმზერ მმართველი პარტიიდან ჩემი ბავშვობის მეგობრების უწყინარ დუმილს, გუშინ ჩემი მაქებარი პარლამენტარების მდუმარე თანხმობასვე, რომ ფაშისტი გესტაპო ვარ – რას წერს გიორგი კეკელიძე

მწერალი, პარლამენტის ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი, გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელშია ახალ პოსტს აქვეყნებს.

კეკელიძის თქმით, ის შესაძლებლობების ზღვარზე დადის.

„დილა მშვიდობისა.დღეს ორშაბათია.ამ ორი კვირის მანძილზე, მე მოვისმინე და ავიტანე ყოველგვარი სიბინძურე და ცილისწამება, დაგეგმილი და მოულოდნელი, სრულიად სხვადასხვა წრიდან. ყველა ტალახი იყო უსაბუთო და გამიზნული იმისთვის, რომ ფეხზე ძლივს წამომდგარი, ისევ წავქცეულიყავი და სულ მცირე – კვლავ თვეობით გაუქმებულიყო ჩემი ცხოვრება. ცხადად ვხედავდი, როგორ იოლად გადავიქეცი ზოგი ჯგუფისთვის და მედიისთვის, მხოლოდ სწორი სიტყვებისა და საქმის გამო, ორ კვირაში, მისაბაძი ქართველიდან უმსგავსოდ და ყველაფრის ჩამდენად. როგორ ჩაიგუბეს პირში წყალი ვიწრო შიშების გამო მეგობრებმა და როგორ მიცავდნენ სრულიად უცხო ადამიანები. ვიდექი მტკიცედ და მგონი რომ ღირსეულად. ვცემდი პასუხებს, ხან მცირე ირონიით, ხან ვრცლად და სერიოზულად, ხან ღელვით – არ გამილანძღავს არავინ და თითიც არავისკენ გამიშვერია. თუმცა ესეც ითქვას – ამ ნიაღვრის საპირწონედ იყო გაცილებით დიდი და სუფთა მდინარე – ათიათასობით ადამიანის ყოველდღიური წერილი, საოცარი მხარდაჭერითა და სიყვარულით სავსე, მათიც – ვისგანაც საერთოდ არ ან უკანასკნელად ველოდი.
მე არ ვარ შურისმაძიებელი ადამიანი. გაივლის დრო და ის ხალხი, ვინც ამ დღეებში ყველაფერი იკადრა, ნელ-ნელა ისევ დაბრუნდება ჩემთან, ზოგი ბოდიშით, ზოგი არშემჩნევით და არც მე შევიმჩნევ – ისევ გავუწვდი ხელს და ღიმილიანი დუმილით ვეტყვი, რომ ადამიანად ყოფნის უპირატესობა, ფერისცვალების უნარს ეფუძნება. რომ მე და თქვენ შეგვიძლია გადავლახოთ წარსული, გავუმჯობესდეთ და ვაპატიოთ ერთმანეთს – რომ მე ამისთვის მზად ვარ. მანამდე კი საქმეებს შევუდგები. ადვილია? – არა. მაგრამ თქვენგან ნაჩუქარი ძალა და სურვილები შემაძლებინებს. ეს დღეები მართლა შესაძლებლობის ზღვარზე ვიარე და ყველას ბოდიში, თუკი უნებლიედ რამე ვაწყენინე და ყველას მადლობა, ვინც ერთი მართალი სიტყვა გაიმეტა ჩემთვის“ , – წერს კეკელიძე.

შეგახსენებთ, ბოლო პერიოდში კეკელიძის წინააღმდეგ ე.წ. „გაშავების“ პიარ-კამპანია აგორდა, რის საპასუხოდაც მას ხშირად უწევს ახსნა-განმარტებების გაკეთება.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • რა ეღირება დოლარი და ევრო ხვალ – ვალუტის კურსი
  • 4 ივნისიდან პირადობის მოწმობები იცვლება – სავალდებულოა თუ არა ძველი მოწმობის ახლით ჩანაცვლება?
  • როდემდე გაგრძელდება უამინდობა საქართველოში?

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge