რამდენიმე დღის წინ “პოს TV”-ის ჟურნალისტმა ნათია ბერიძემ სოციალურ ქსელში თათია სამხარაძისა და შალვა რამიშვილის ცეკვის ამსახველი ვიდეო შემდეგი მინაწერით გამოაქვეყნა:
“ეს ვიდეო მაშინ არის გადაღებული, როცა თათია სამხარაძის თქმით, შალვა რამიშვილის კაბინეტთან ფეხაკრეფით დადიოდა იმის შიშით, რომ არ შემავიწროვოსო. როგორი “მსხვერპლიც” ეს თათია სამხარაძეა, ისეთი “მსხვერპლების” პარადს ვხედავთ დღეს! ეს კამპანია, სხვათა შორის, “პოს ტივის” და შალვას წინააღმდეგ თათია სამხარაძის გუშინდელი პოსტით დაიწყო, სადაც თავს ისევ მსხვერპლად ასაღებს….”
აღნიშნული ვიდეოს გავრცელებას თათია სამხარაძე ფორმულას ეთერში გამოეხმაურა და განაცხადა რომ ის კარგად ცეკვავს და მისი ცეკვის ამსახველი მრავალი ვიდეო აქვს. – “ვცეკვავდი 7 წელი და კიდევ გავაგრძელებ. ჩემი ცეკვის მრავალი ვიდეო ელის “ფეისბუქბაბლს”.