მუხიანში მომხდარი საზარელი მკვლელობის საქმეზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა.
64 წლის რამაზ ბასილაძის სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული 39 წლის ემინ ალიევია. როგორც ირკვევა, პენსიონერი სასიკვდილოდ მისმა მეზობელმა გაიმეტა. დანაშაულის სავარაუდო მოტივად ნარკოტიკებით ვაჭრობა სახელდება.
“მეტრონომის” ინფორმაციით, დაკავებული დანაშაულს აღიარებს.
“ნარკოტიკებთან დაკავშირებით მოხდა ეს ამბავიო და ვინც გუშინ მოკლეს, ქირაში ცხოვრობენო. დედა დარჩა მარტო ახლა. ყველა შოკშ ვართ, ისეთი ტრაგედია მოხდა” – აცხადებს ადგილობრივი
შეგახსენებთ, რომ მუხიანის მე-4 მიკრო ნაიონში, 42-ე კორპუსში დილის 9 საათზე მეზობლებმა ლიფტში დანით დასახიჩრებული ცხედარი იპოვეს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ბრალდებულმა 64 წლის მამაკაცი ჯერ დანით მოკლა, შემდეგ ცხედარს ცეცხლი წაუკიდა, ლიფტის შახტაში ჩააგდო, თავად კი სახლში დაბრუნდა.
პოლიციამ საზარელ დანაშაულში მხილებული მამაკაცი გვიან ღამით სწორედ სახლიდან აიყვანა.