„პოსტივის“ ჟურნალისტმა პოლიტიკოს გუბაზ სანიკიძეს ჰკითხა, იშოვა თუ არა მილიონი, რასაც პარლამენტის დეპუტატმა უპასუხა, რომ თუკი იშოვის, აუცილებლად გააგებინებს.
სანიკიძემ ასევე ჟურნალისტს მოკითხვა დააბარა „პოსტივის“ წამყვანთან, შალვა რამიშვილთან და მის თანაწარმყვანებთან, გური სულთანიშვილთან და ბაჩო ოდიშარიასთან.
სანიკიძემ ეს ორი ჟურნალისტი კვერცხებად მოიხსენია.
ნახეთ ვიდეო:
შეგახსენებთ, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების პერიოდში გამოქვეყნდა სატელეფონო ჩანაწერი, სადაც სანიკიძე ამბობდა, რომ მას მილიონი უნდა ეშოვა.
„პოსტივის“ ჟურნალისტის ზემოაღნიშნული კითხვაც აქედან გამომდინარეობდა.