საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ სუპერვარსკვლავი, ხვიჩა კვარაცხელია 25 და 28 მარტის სანაკრებო მატჩებისთვის საქართველოში ჩამოვიდა.
ცნობილი გახდა, რომ კვარაცხელია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან, ილია მეორესთან აპირებს შეხვედრას.
შეგახსენებთ, 25 მარტს საქართველო მონღოლეთს, ხოლო 28-ში ნორვეგიას დაუპირისპირდება.