“დედოფლისწყაროს ტელევიზია” სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, საიდანაც ცნობილი ხდება, რომ უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიკარგა.
“უკრაინის ქალაქ ხარკოვში 16 მარტს დაიღუპა 22 წლის ვანო (ილია) ჩოხელი. მას დედაც გარდაცვლილი ჰყავს და ერთ ხანს სოფელ ზემო ქედის სკოლაში სწავლობდა და მამასთან დედოფლისწყაროში იზრდებოდა, შემდეგ ისევ ხარკოვში დაბრუნდა და სამხედრო აკადემიაში მიიღო განათლება. წელიწადზე მეტია რუსეთ–უკრაინის ომში იბრძოდა.
ქიზიყიTV თანაგრძნობას უცხადებს მამას, ზაზა ჩოხელს, პაპას – უშანგი ჩოხელს და ბებიას – ქეთევან ქიმოსტელს.” – წერს “დედოფლისწყაროს ტელევიზია”