გუშინ 12 წლის გოგონა, პეტრიწის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიკარგა. შემდეგ კი ის გარდაცვლილი იპოვეს.
დაკარგული გოგონას ახლობლები სოციალური ქსელების დახმარებითაც ეძებდნენ.
დიდ დიღომში 12 წლის ბავშვის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
უმძიმეს ტრაგედიას ჟურნალისტი ბექა ყორშია სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:
“ყველაფრის თავი და თავი ისაა, რომ
ამ ქვეყანაში ბავშვები არ უყვართ. განსაკუთრებით კი – გოგო ბავშვები. ამას აჩვენებს სელექციური აბორტის სტატისტიკაც: 1990 წლიდან 2015 წლამდე 30 ათასი გოგო ვერ გაჩნდა შერჩევითი აბორტის გამო.
12 წლის გოგონა ბაწრით რომ მოგუდა ვიღაც მანიაკმა წუხელ დიღომში, შეუძლებელია ეს რაიმე სახით მაინც ჩვენს კულტურულ პრიმიტივიზმთან არ იყოს კავშირში – ქართველი ახმახი ბიჭის გაჩენას თოფის გასროლით, ხოლო გოგოსას – სევდანარევი “როგორ გამიხარდა”-თი რომ ხვდება”
