“პოლიციას ძინავს, მარტო საქართველოს გაყიდვისას აქტიურდება” – ასე გამოეხმაურა მუსიკოსი გიორგი გვარჯალაძე გუშინ დიდ დიღომში დატრიალებულ უმძიმეს ტრაგედიას:
“პოლიციას ძინავს, მარტო საქართველოს გაყიდვისას აქტიურდება რეზინის ტყვიებით, გაზით და წყლის ჭავლით თავისივე ხალხის წინააღმდეგ, რომელსაც უნდა იცავდეს. ქვეყნის მმართველი პარტია ღიად მოძალადე, გაუნათლებელ ხროვას აქეზებს დანაშაულებრივ ქმედებაზე, ძალადობაზე. 12 წლის ანგელოზი გოგო გარდაცვლილი იპოვეს…”
გუშინ 12 წლის გოგონა, პეტრიწის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიკარგა. შემდეგ კი ის გარდაცვლილი იპოვეს.
დაკარგული გოგონას ახლობლები სოციალური ქსელების დახმარებითაც ეძებდნენ.
დიდ დიღომში 12 წლის ბავშვის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
