მოდელი, ალექსანდრა პაიჭაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და თბილისში, 12 წლის გოგონას გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება:
“კრიმინალი რატომ გაიფურჩქნა, რატომ მიეცათ თავის ნებაზე ქცევის საშუალება მანიაკებს?
იმიტომ ხომ არა, რომ მათ უფრო დიდი იმედი აქვთ სახელმწიფოსი, ვიდრე ჩვენ, მშვიდობიან მოსახლეობას????????
ვწუხვარ, რომ ასეთი დაუცველი და უსუსურები ვართ, მოსახლეობიდან დაწყებული მმართველობით დამთავრებული!!!!”
შეგახსენებთ, რომ გუშინ 12 წლის გოგონა, პეტრიწის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიკარგა. შემდეგ კი ის გარდაცვლილი იპოვეს. ბოლოს ის პეტრიწის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერში საქანელაზე შენიშნეს, გამთენიისას კი, სკვერიდან მოშორებით, ბნელ ადგილზე გარდაცვლილი აღმოაჩინეს.
