დედა 11 შვილით – ფოტო, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
11 შვილის დედა ნათია დოღონაძეა. ფოტო შარშან გავრცელდა და მაშინ მისი ავტორი ფოტოგრაფი ლიკა გაბუნია წერდა:
“დღეს წყალტუბოში მქონდა გადაღება, წყვილს ვიღებდი, როცა ჯერ დედა მოვიდა 4 გოგოთი, რომელთაც ერთნაირი კაბები ეცვათ.გავიფიქრე, რა ორიგინალურია-თქო და თან ვხედავ როგორ ემატებიან ბაფთიანი ბიჭებიც, ისევ ერთნაირ ფერებში, მრავლდებიან და არ მთავრდებიან. უმისამართოდ ვკითხულობ – ეს ყველა თქვენია? და გაოცებას ვერ ვმალავ. ემოციური და მოულოდნელი იყო.ძალიან საინტერესო და ამაღელვებელი”.