ნანუკა ჟორჟოლიანის შოუში ძალადობის მსხვერპლი მარიამი საუბრობს, თუ როგორ ექცეოდა ტაქსისტი მას
როგორც მარიამი ამბობს, მძღოლმა სექსუალური ხასიათის საუბარი გოგონას მანქანაში ჩაჯდომისთანავე დაიწყო.
მარიამის თქმით, მან სასამართლოში უჩივლა და პროცესი მოიგო
“ზაფხული იყო, გამოვიძახე ტაქსი. როგორც კი დაიწყო მოძრაობა, დაიწყო სექსუალურობის ხაზგასმა. ამას აკეთებდა ძალიან ვულგარულად. თავიდანვე შემეშინდა ძალიან. ვუთხარი, რომ არ მომწონდა მსგავსი რეპლიკები, თუმცა არ მისმენდა და მაინც აგრძელებდა. 10-15 წუთის შემდეგ. შეანელა სვლა, ხელი გადმოსწია და მუხლზე ამისვა, მეუბნება: გვერდით გადმომიჯექიო. აკანკალებული ხმით ვუთხარი, რომ გაეგრძელებინა მანქანის ტარება. ეს რეპლიკები გრძელდებოდა მთელი გზა. უკვე რომ მივუახლოვდი ჩემი სახლის ტერიტორიას, ავიღე ტელეფონი, ჩავრთე ჩამწერი და ეს გამოყენებული იქნა შემდეგ როგორც მტკიცებულება“,- ჰყვება მარიამი ნანუკა ჟორჟოლიანის შოუში.
