მომღერალი თიკა ჯამბურია საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი პერსონაა.
ის „ღამის შოუს” ესტუმრა. მან შვილთან ურთიერთობებზე ისაუბრა.
„ჩვენ აბსოლუტურად განსხვავებულები ვართ ხასიათით. მე მიყვარს სცენა, ხალხმრავლობა, გამოჩენა. ნინას – პირიქით. ხანდახან ვეკითხები, მე ვარ დედაშენი თუ შენ ხარ დედაჩემი-მეთქი, იმდენად სერიოზულია, სულ რაღაცას მარიგებს და შენიშვნებს მაძლევს. აქაც ხვეწნით მოვიყვანე…“ – თქვა თიკამ.
თავად ნინა კი აღნიშნავს, რომ ბავშვობაში ვეტერინარობაზე ოცნებობდა, რადგან დედამ ცხოველები ძალიან შეაყვარა, მაგრამ ახლა ხატვითაა გატაცებული და სურს, რომ გრაფიკოს-დიზაინერი გახდეს.
