საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. გარდაიცვალა CSRDG-ის გუნდის წევრი ქეთევან კაკაბაძე.
“საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი ღრმა მწუხარებას გამოხატავს მისი მეგობრის, საქმიანობის დასაწყისიდანვე CSRDG-ის გუნდის წევრისა და კოლეგის – ქეთი კაკაბაძის გარდაცვალების გამო. თანავუგრძნობთ მის მეუღლესა და ჩვენს მეგობარს – ლევან ავალიშვილს, მის დეიდაშვილს და ჩვენს კოლეგას – ნინო ვასაძეს , ოჯახსა და მის დიდ სამეგობრო წრეს.
სიმშვიდე და ნათელი მის ლამაზ სულს!.. 💔
პანაშვიდები: 14 და 15 მარტს; გასვენება – ხუთშაბათს, 14.00 საათზე. ბაგების 1 კორპუსი (უნივერსიტეტის კორპუსები); 1 სადარბაზო” – ნათქვამია განცხადებაში.
