დღეს, 12 მარტს, ლას ვეგასში, UFC 221-ზე მერაბ დვალიშვილი თავის ერთ-ერთ უმთავრეს და პრინციპულ კონკურენტს, დივიზონის ყოფილ ჩემპიონს, რუს პიოტრ იანს დაუპირისპირდა.
მძიმე და ხანგრძლივი ბრძოლა მერაბ დვალიშვილის უპირატესობით წარიმართა. ქართველისა და რუსის დაპირისპირება ხუთი რაუნდის განმავლობაში გაგრძელდა და ხუთივე რაუნდში დვალიშვილის დომინაცია აშკარა იყო. მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მერაბმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვა და UFC-ის ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლი დამაჯერებლად დაამარცხა.
ქართველი მებრძოლით დაშინებული რუსი მეტოქე – ნახეთ, როგორ შეხტა პიოტრ იანი, როცა დვალიშვილი ხელის ჩამორთმევას აპირებდა
