დღეს, 12 მარტს, ლას ვეგასში, UFC 221-ზე მერაბ დვალიშვილი თავის ერთ-ერთ უმთავრეს და პრინციპულ კონკურენტს, დივიზონის ყოფილ ჩემპიონს, რუს პიოტრ იანს დაუპირისპირდა.
მძიმე და ხანგრძლივი ბრძოლა მერაბ დვალიშვილის უპირატესობით წარიმართა. ქართველისა და რუსის დაპირისპირება ხუთი რაუნდის განმავლობაში გაგრძელდა და ხუთივე რაუნდში დვალიშვილის დომინაცია აშკარა იყო. მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მერაბმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვა და UFC-ის ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლი დამაჯერებლად დაამარცხა.
Totalsportal-ის ინფორმაციით, მერაბ დვალიშვილმა პიოტრ იანის დამნარცხებისთვის 360 000 დოლარი გამოიუმუშავა.
დვალიშვილს ბრძოლისთვის გარანტირებული თანხა 250 000 დოლარი ჰქონდა, ამას დაემატა 100 000 დოლარი ბონუსი და ასევე სპონსორებისგან 10 000 დოლარი მიიღო, რამაც ჯამურად 360 000 დოლარი შეადგინა.
რაც შეეხება რუს მებრძოლს, მარცხის მიუხედავად 420 000 დოლარი გამოიმუშავა.
