Saturday, July 4, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

7 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

March 7, 2023
ისინი გარშემომყოფებს მაგნიტივით იზიდავენ – ზოდიაქოს 3 ნიშანი

ვერძი

ამ დღეს სწრაფად, თითქმის დაუფიქრებლად მოქმედებთელი მოქმედებთ. ხშირად, მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ინტუიცია გვკარნახობს და ეს მეთოდი დღესაც გაამართლებს. ეცადეთ, სხვა ადამიანების აზრს პატივი სცეთ, თუნდაც ისინი თქვენი ოპონენტები იყვნენ.

კურო

ეს დღე ემოციურ სიმშვიდეს გპირდებათ. მუშაობისთვის განწყობილი ხართ და პრობლემები და სირთულეები ხელს ვერ შეგიშლით. დროა, დაწყებული პროექტები დაასრულოთ და სამუშაო განრიგი მოაწესრიგოთ. თუ მოინდომებთ, სადავო საკითხების სწრაფად მოგვარებას და ყველასთვის მისაღები გადაწყვეტილების მიღებას შეძლებთ.

ტყუპები

ამ დღეს ნებისმიერ საქმეში პრობლემები და სირთულეები შეგხვდებათ, ამიტომ მნიშვნელოვანი არაფერი უნდა დაიწყოთ. იფრთხილეთ და განსაკუთრებით სარისკო შეთავაზებებს მოერიდეთ. გახსოვდეთ, რომ ახლობელი ადამიანებისთვის მიცემული დაპირებები აუცილებლად უნდა შეასრულოთ.

კირჩხიბი

ბედნიერი და ნაყოფიერი დღე გელით. საქმეს ენთუზიაზმით და შემოქმედებითად უდგებით, რაც წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ. თუ ვინმემ დახმარება შემოგთავაზათ, უარი არ თქვათ – გუნდური მუშაობა საქმეს გაგიადვილებთ. შესაძლოა, საღამოს გეგმების შეცვლა მოგიწიოთ. ეცადეთ, თქვენი კრიტიკული შენიშვნებით ახლობლებს თავი არ მოაბეზროთ.

ლომი

საქმე, რომელზედაც დიდი ხანია თავს იმტვრევთ, სავარაუდოდ სწრაფად და მარტივად მოგვარდება. ქალბატონს თქვენი გარემოცვიდან სასარგებლო რჩევის მოცემა და გამოცდილების გაზიარება შეუძლია. შესყიდვა წარმატებული იქნება და დადებითი ემოციებით აგავსებთ. წვრილმან პრობლემებს ზედმეტად დიდ ყურადღებას აქცევთ, ისინი თქვენს ნერვიულობად არ ღირს.

ქალწული

ამ დღეს თქვენს საქმიან განწყობას ხელს ვერავინ და ვერაფერი შეუშლის. თქვენი საქმიანი უნარები კოლეგებისა და ხელმძღვანელობის მოწონებას დაიმსახურებს, ეს კი კარიერაზე და საქმიან რეპუტაციაზე დადებითად აისახება. ეცადეთ, უფროსი ნათესავების მონახულებისთვის დრო გამონახოთ – ახლა მათ ყველაზე მეტად თქვენი მხარდაჭერა სჭირდებათ.

სასწორი

უმნიშვნელო შემთხვევები და წვრილმანი უსიამოვნებები მნიშვნელოვანი საკითხებისგან მოგწყვეტთ და ყურადღების კონცენტრირების საშუალებას არ მოგცემთ. თუ გსურთ, შეცდომები თავიდან აიცილოთ, ნერვიულობა შეწყვიტეთ და პოზიტიურად იფიქრეთ. სავარაუდოდ, დაუგეგმავი შემოსავალი გელით. თქვენმა კრიტიკულმა შენიშვნებმა შეიძლება ვიღაცას შეურაცხყოფა მიაყენოს.

მორიელი

ამ დღეს ინფორმაციის უზარმაზარ ნაკადს სწრაფად ახარისხებთ და მხოლოდ თქვენთვის საჭირო ამბებს არჩევთ. ხელსაყრელი დღეა ცოდნის მიღების, კვალიფიკაციის ამაღლების და დოკუმენტებთან მუშაობისთვის. ადამიანები, რომლებსაც ამ დღეს გაიცნობთ, მალე თქვენი საუკეთესო მეგობრები გახდებიან. რომანტიკული პაემანი დაუვიწყარ ემოციებს გაჩუქებთ.

მშვილდოსანი

ბევრი საქმე გაქვთ და ყველაფრის ერთად გაკეთებას ცდილობთ. ორი კურდღლის მდევარივით რომ არ მოგივიდეთ, ეცადეთ საკუთარი პრიორიტეტები განსაზღვროთ. პირველ რიგში, მნიშვნელოვანი საქმეები აკეთეთ, დანარჩენები კი ხვალისთვის მოიტოვეთ. ეცადეთ, ოპონენტების კრიტიკას მშვიდად, გაღიზიანების გარეშე შეხვდეთ. თუ ვინმე გეგმების შეცვლას გთხოვთ, საკუთარი ინტერესები არ დაგავიწყდეთ.

თხის რქა

ამ დღეს წარმატებას მხოლოდ პრინციპული ხასიათი და ენერგიულობა მოგიტანთ. რთულ პროექტებსაც კი თამამად უმკლავდებით და მუშაობის დროს თქვენს საუკეთესო თვისებებს ავლენთ. მოერიდეთ დამატებითი ფინანსური ვალდებულებების აღებას – მათი შესრულება ადვილი არ იქნება.

მერწყული

დიდი ძალისხმევა მოგიწევთ, რომ მიმდინარე საქმეებში მცირე პროგრესი მიიღოთ. თუმცა შედეგი მოლოდინს გაამართლებს და თქვენი შრომა ღირსეულად დაფასდება. ხანმოკლე მოგზაურობა საინტერესო და სასარგებლო იქნება. მოსალოდნელია მნიშვნელოვანი შეხვედრები.

თევზები

საქმის მიმართ სერიოზული დამოკიდებულება რთული და უსიამოვნო სამუშაოს შესრულებაში დაგეხმარებათ და თქვენ მიმართ კრიტიკულად განწყობილ ადამიანებსაც კი აღაფრთოვანებს. დღის მეორე ნახევარში სასიამოვნო სიახლე გელით.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 50 მოქალაქე დააკავეს
  • 8 დღე ნანგრევებში გაატარა – ვენესუელაში დაცვის თანამშრომელი გადაარჩინეს
  • თურქეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge