Wednesday, July 1, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ფორთოხლის სამკურნალო თვისებები

March 3, 2023
ფორთოხლის სამკურნალო თვისებები

Oranges Fruit over Wooden background

ფორთოხალში, ამ გემრიელ ციტრუსში, საკმაოდ ბევრია ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერება: შაქრები (ფრუქტოზა და გლუკოზა), კალიუმი, მაგნიუმი, ფოსფორი, კალციუმი, რკინა, თუთია, ნატრიუმი, ფოლიუმის მჟავა, უჯრედისი, ლიმონმჟავა, ეთერზეთები. ის ვიტამინების ნამდვილი საბადოა – A, B1, B2, B5, B6, PP და რაც მთავარია, C – ციტრუსის 100 გრამი რბილობი ამ ვიტამინის ადამიანისთვის საჭირო სადღეღამისო ნორმას შეიცავს. B ვიტამინის შემცველობით კი ის რძეს უტოლდება.

ფორთოხალშია ფლავონოიდები – ნივთიერებები, რომლებიც ორგანიზმის ზრდას არეგულირებს და გააჩნია ანტიოქსიდანტური მოქმედება; ფიტონციდები – ბუნებრივი ანტიბიოტიკები, რაც მრავალ დაავადებასთან ბრძოლისთვისაა საჭირო.

ფორთოხლის წვენსაც, ნაყოფის მსგავსად, აქვს ანტიმიკრობული და ანთების საწინააღმდეგო, ასევე მატონიზირებელი მოქმედება. ის რეკომენდებულია ნერვული სისტემის დაავადებების, პოდაგრის დროს, ვირუსული დაავადებების გადატანის შემდეგ ორგანიზმის აღსადგენად.

რეკომენდებულია, ასევე, ავიტამინოზის მკურნალობისას, გაციების პროფილაქტიკისთვის. C ვიტამინისა და კალიუმის წყალობით ის აუმჯობესებს ადამიანის მდგომარეობას ჰიპერტონიის, ათეროსკლეროზისა და ჭარბცხიმიანობის დროს.

ფორთოხლის წვენი გამოიყენება ღრძილების, ასევე პირის ღრუს სხვადასხვა ანთებითი პროცესების დროს, მაგრამ დიდი ხნის განმავლობაში მისი ამ მიზნით გამოყენება არ შეიძლება, რადგან არასახარბიელოდ მოქმედებს კბილის მინანქარზე. წვენი ასევე კარგია პირში უსიამოვნო სუნის გასაქრობად.

ახალგამოწურულ ფორთოხლის წვენს, სუფთა სახით, იყენებენ ავთვისებიანი სიმსივნის კომპლექსური მკურნალობისთვის, გასტრიტისა და კოლიტის სამკურნალოდ, ანემიის, ჰიპერტონიის, ათეროსკლეროზის, სიმსუქნის, ინფექციური და რესპირატორული დაავადებების პროფილაქტიკისას. ის, ასევე, ეფექტურია თირკმლის მუშაობის დარღვევის, სანაღვლე გზების დაავადების, მეტეორიზმის, ყაბზობის, შეშუპების, თირკმელკენჭოვანი დაავადების, ღრძილებიდან სისხლდენის დროს და სხვა სახის სისხლდენისას, ასევე, კანის დაავადებების სამკურნალოდაც.

დააყოლეთ ხორციან კერძს ფორთოხლის წვენი. C ვიტამინი კუჭს ორჯერ მეტი რკინის შეწოვაში ეხმარება. კალციუმი კი პირიქით მოქმედებს – მკვეთრად აქვეითებს რკინის შეწოვას. ამდენად, უმჯობესი იქნება, თუ კალციუმითა და რკინით მდიდარ პროდუქტებს ერთად არ მიირთმევთ.

ფორთოხლის ანტიბაქტერიული თვისებების წყალობით, მისი წვნიანი რბილობით მომზადებული ფაფისებრი მასის სახვევები საკმაოდ ეფექტურია კანის სხვადასხვა დაზიანების აღსადგენად, განსაკუთრებით დამწვრობისა და ზედაპირული ჭრილობების დროს.

ფორთოხლის კანის ნახარშს იყენებენ რევმატოიდული დაავადებების სამკურნალოდ და გულის უკმარისობის დროს. ის ამცირებს კიბოსა და გულ-სისხლძარღვთა დაავადების განვითარების რისკს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • რუსული ფულის სკანდალი – ახალი დეტალები სუსის უფროსის მაღალჩინოსნის სასამართლოდან
  • მოკლული გიგა ავალიანის დედის პირველი კომენტარი გიორგი მალანიას დაკავების შემდეგ
  • აბას არაღჩი განცხადებას ავრცელებს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge