Wednesday, July 1, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“20 წლის წინ ამას ვერ დავიჯერებდი…” – როგორია ეკა ნიჟარაძის სახლი და ცხოვრება სოფელ ართანაში

March 2, 2023
“20 წლის წინ ამას ვერ დავიჯერებდი…” – როგორია ეკა ნიჟარაძის სახლი და ცხოვრება სოფელ ართანაში

მარჯანიშვილის თეატრის მსახიობს, ეკა ნიჟარაძეს, საზოგადოება კარგად იცნობს. მას არაერთ ცნობილ ფილმსა და სპექტაკლში აქვს მონაწილეობა მიღებული. როგორც თავად ამბობს, მსახიობობა მისი ბავშვობის ოცნება არ ყოფილა და გადაწყვეტილება ბოლო კლასში მიიღო:

“მე იმ თაობას ვეკუთვნი, რომელიც ნაკლებად ფიქრობდა, თუ რამდენად მომგებიანი იქნებოდა მისთვის მომავალი პროფესია. ახლანდელი ახალგაზრდები გაცილებით პრაგმატულები არიან და ისეთ პროფესიას ირჩევენ, რომელიც უფრო მომგებიანია. ეს, ერთი მხრივ, კარგია, მაგრამ მეორე მხრივ, ცუდიც. ყველაფერი ბოლო კლასში გადავწყვიტე, როცა სკოლას ვამთავრებდი. მანამდე მსახიობობაზე არც

მიფიქრია, სამაგიეროდ, წლების განმავლობაში დავდიოდი მუსიკაზე, ბალეტზე და ქორეოგრაფიული სასწავლებელიც დავამთავრე. ბოლოს გადავწყვიტე ისეთი პროფესია ამერჩია, სადაც მუსიკაც არის, ცეკვაც და მიუხედავად იმისა, რომ მუსიკოსების ოჯახში გავიზარდე, მე მაინც მსახიობი გავხდი” – ამბობს ეკა ნიჟარაძე.

ეკა ნიჟარაძე მეუღლესთან, მწერალ რეზო თაბუკაშვილთან ერთად კახეთში, სოფელ ართანაში ცხოვრობს. როგორც მან “შუადღესთან” საუბრისას განმარტა, ადრე ვერ წარმოიდგენდა, რომ სოფელში იცხოვრებდა, თუმცა ახლა თავს შესანიშნავად გრძნობს:

“20 წლის წინ ვინმეს ჩემთვის რომ ეთქვა, რომ სოფელში წავიდოდი საცხოვრებლად, ალბათ, ამას ვერ დავიჯერებდი… ჩემი ოცნება იყო, რომ მქონოდა ჩემი სახლი, სადმე სოფელში…

ჩვენ ახლა ვიმყოფებით თელავის რაიონის სოფელ ართანაში. რომ მეკითხებიან, რას აკეთებო, ვპასუხობ, სოფელში სულ საქმეა-მეთქი. მეგობრებმა დაგვათვალიერებინეს აქ რაღაცები, იმავე დღეს ვნახე ეს სახლი და ძალიან მომეწონა. გავიკეთე ოპერაცია, საიდანაც მომრჩა თანხა. შეიძლებოდა, ორ კვირაში დახარჯულიყო, ამიტომ გადავწყვიტე რაღაცის შეძენა. ეს სახლი რომ დავინახე, მივხვდი, რომ ეს იყო. აქ არის დიდი მიწა და უკან გავაშენე ვენახი. ძალიან ბევრი დაბრკოლება მქონდა, წყლის პრობლემა იყო, აქ ვერ ჩამოხვიდოდი და ბავშვებს ვერ ჩამოიყვანდი. ფაქტობრივად, თავიდან გავაკეთე ყველაფერი…

როცა თბილისში ვარ, ვიცი, რომ ნებისმიერ დროს შემიძლია ჩავხტე მანქანაში და ჩამოვიდე. რასაც აქ ხედავთ, არაფერი არ არის ახალი, რაღაცები თბილისიდან მაქვს ჩამოტანილი…“ – ამბობს ეკა ნიჟარაძე.

წყარო: მარაო

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • შუქი გაითიშება – გადაამოწმეთ მისამართები
  • “მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდება”- მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზი
  • „რა დიდი ტრაგედიაა…  სიტყვები უძლურია. გასკდა გული”- ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge