ახლახანს ქუთაისის (იმერეთის) მხატვართა რეგიონული ორგანიზაციის წევრი ანატოლი დარსაძე გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.
“ქუთაისის (იმერეთის) მხატვართა რეგიონული ორგანიზაციის წევრი ანატოლი დარსაძე, მოკრძალებული, უპრეტენზიო შემოქმედი ისევე წყნარად და უჩუმრად წავიდა, როგორც ჩვეოდა, არავინ შეუწუხებია. სახვით ხელოვნებასთან ზიარების პირველი ნაბიჯები მოსწავლე-ახალგაზრდობის სტუდიაში გადადგა, შემდეგ იყო გრ.ხანძთელის სახელობის ხელოვნების ინსტიტუტის ფერწერის ფაკულტეტი. მის მხატვრულ გემოვნებაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია კიევის სამხატვრო აკადემიაში ლაბორანტად მუშაობამ.
გამოფენებში აქტიურად მონაწილეობდა 1990 წლიდან. ყოველი ვერნისაჟი მისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო იყო, ცდილობდა მუდამ ღირსეულად წარმოჩენილიყო ყოფილი პედაგოგების, უკვე კოლეგების წინაშე და ამას ახერხებდა კიდეც.
გულისტკივილით ვემშვიდობებით ბატონ ანატოლს, ნათელში დამკვიდრებულიყოს მისი უმწიკლო სული” – ნათქვამია
გალერეა “ვარლას” განცხადებაში.
