აქტივისტი დომენიკ მანგო სოციალურ ქსელში ახალ პოსტს აქვეყნებს.
„შინაგანი შიმშილის მქონე ადამიანები, როგორც კი ფული ჩაუვარდებათ, იმდენ ტანსაცმელს ყიდულობენ… ვერსად ვერ იცვამენ, რადგან არ უწევთ არც იმდენ ადგილზე და არც ისეთ შესაბამის ადგილას გასვლა, რომ თავი მოიწონონ, საზოგადოებას დაანახონ თავისი “წარმოსადეგობა” და “საინტერესოობა” ტანსაცმელებით. მერე დადგებიან ტელეფონის კამერის წინ ამ ტანსაცმელებით და ტელეფონის ეკრანიდან აჩვენებენ თავიანთ გამომწერებს –
იიი ნახე მე რა მაგარი ჩანთა მაქვს,
იიი ნახე მე რა მაგარი ფეხსაცმელი მაქვს,
იიი ნახე მე რა მაგარი პალტო მაქვს.
ხვდებით რა საცოდაობაა? რა ხდება იმ ადამიანში, რომელიც კამერის წინ დგას ამ ძვირადღირებული ტანსაცმელებით? მთელი მისი პიროვნება ითხოვს შველას – სტერეოტიპებში, ბავშვობის ტრამვებში და დოგმებში გამომწყვრდეული პიროვნებაა, რომელსაც ყველაფერი ნამდვილი შია, იხრჩობა ამ ჩანთებში და ფეხსაცმელებში.
ასეთ ადამიანებს ჰგონიათ, რომ ბედნიერება მდიდარ ქმარში ან ცოლშია, ძვირფას მანქანაში ან ფეხსაცმელშია… შემდეგ ასე გამოწყობილები აღმოაჩენენ, რომ შინაგანად შიმშილისგან ისევ კვდება მათი პიროვნება, ისევ არცერთი მატერია არ ანაყრებს.
ზოგჯერ მთელი ცხოვრებაც კი ვერ ურჩევენ სულს ნამდვილ საზრდოს“ , – წერს ის.
