მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სატელევიზიო მეგა პროექტის American Idol-ის მონაწილე ქართველი მომღერალი ნუცა ბუზალაძე მიმართვას ავრცელებს და მხარდაჭერისთვის ყველას მადლობას უხდის:
“ჩემო უსაყვარლესო ქართველებო, არაქართველებო! უღრმესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ამ დიდი სიხარულის გაზიარებისთვის. რაც მთავარია, ჩემი ბავშვობის ოცნება, ბილეთი ჰოლივუდში აღებულია. წინ ბევრი კარგი ამბავი გველოდება. ძალიან მიყვარხააააართ და ვამაყობ, რომ ასეთი მაგარი ქვეყნიდან ვარ”, – წერს ბუზალაძე.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სატელევიზიო მეგა პროექტის American Idol-ის მონაწილე ქართველი მომღერალი ნუცა ბუზალაძეა.
ნუცა ჟიურის წინაშე ორი სიმღერით წარდგა. მან Lady Marmalde, მეორე სიმღერად კი უიტნი ჟენევა საბჭოს ჰიუსტონის Greatest Love Of All შეასრულა.მსოფლიო პოპვარსკვლავი კეტი პერი ნუცას ფეხზე წამოუდგა. აღფრთოვანებას ვერ მალავდა ლაიონელ რიჩი. ლუკ ბრაიანმა კი ნუცა ასე შეაფასა – “ჯეი ლო საქართველოდან”.
