ჟურნალისტი ვახო სანაია სოციალურ ქსელში ახალ პოსტს აქვეყნებს.
ის გუშინდელი საქართველო-ისლანდიის საკალათბურთო ნაკრებების შეხვედრის შემდეგ, საქართველოს მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის აღსანიშნავად, „ქართული ოცნების“ ლიდერებისა და მათი შვილების გუნდის გასახდელში შესვლას გამოეხმაურა.
„კალათბურთელთა გასახდელში შვილებთან ერთად ჩასული ,,ქართული ოცნების” ცეკას მდივნები თანამედროვე საქართველოს მოდელია.
რას უშვრებიან ეს გარეწრები თავიანთ შვილებს ან რას უკეთებენ სხვის შვილებს!
მერამდენედ აკეთებენ ეს არარაობები. მერამდენედ აჩვენებენ ამ ქვეყნის ბავშვებს, რომ თუ მამა ცეკას მდივანი არაა, ისე ვერც გასახდელში მოხვდებიან და საერთოდ, ვერაფერს მიაღწევენ. ხალხი უბრალოდ, მოურავებად სჭირდებათ.
ცეკას მდივნების შვილები უცხოეთში ივლიან სასწავლებლად და გასართობად, ყველა დანარჩენი ჩამორჩენილი რუსეთისთვის სჭირდებათ; ეს არარაობები ევროპასა და ამერიკას აგინებენ, შვილებს კი იქ გზავნიან უნივერსიტეტებში.
სტატუსს ქოცებისთვის ვწერ – თქვენს შვილებს ,,პრასვეტი” არასდროს ექნებათ. აი, თანამდებობის პირების შვილები თქვენს შვილებს რომ სცემენ კლუბებში და ვერაფერსაც ვერ გააწყობთ, მერე მიხვდებით, რასთან გაქვთ საქმე; მერე თქვენივე შვილი მოგთხოვთ პასუხს, რატომ უწყობდით ხელს ამ ნაძირალების ძალაუფლების განმტკიცებას; თქვენს შვილებსა და მათ შვილებს არასდროს ექნებათ სასტარტო პირობები; ისინი ისწავლიან, დაბრუნდებიან, აქ გამზადებულ სკამებსა და ბიზნესს დაახვედრებენ ირაკლი ღარიბაშვილისნაირი ცეკას მდივნები, თქვენი შვილები კი ისევ მათთან იმუშავებენ კოორდინატორებად; დააყენებენ საარჩევნო უბნებთან მზესუმზირით ხელში; სახელმწიფო კომპანიებში მიუგდებენ ფურცელზე გაფორმებულ რამე სამსახურს და საჭირო დროს ხმას მიაცემინებენ ბიძინასთვის; ბევრიც საერთოდ გაგექცევათ საზღვარგარეთ სამუშაოდ, რადგან არ მოინდომებს ბერას მოსამსახურეობას.
აი, ეს არის რეალობა.
PS
ბოდიში იმ უდანაშაულო ბავშვებთან, რომლებიც გასახდელში აღმოჩნდნენ მშობლების რეგვენებოსა და თავხედობის გამო, მაგრამ სიმართლე უნდა ითქვას“ , – წერს სანაია.
