ასტროლოგები ასახელებენ, მიმდინარე კვირის განმავლობაში რომელი დღეები იქნება ყველაზე ხელსაყრელი სხვადასხვა საქმის შესასრულებლად და როდის უნდა ვიყოთ ფრთხილად:
27 თებერვალი
ამ დღეს დაბრკოლებებისა და სირთულეების გადალახვა გაცილებით მარტივია. ამიტომაც, ეცადეთ, თუკი რამ რთულად შესასრულებელი საქმე დაგიგროვდათ, დღეს დაიწყოთ და წარმატებას აუცილებლად ნახავთ. ჩამოწერეთ გეგმები და მიჰყევით თქვენს შინაგან ხმას.
28 თებერვალი
ეს დღე ახალი ცოდნისა და გამოცდილების მისაღებად შესანიშნავია, რაც თვალსაწიერის გაფართოებაში მნიშვნელოვნად დაგეხმარებათ. ამიტომ, ეცადეთ, რაიმე ახლის შეიცნოთ, წაიკითხოთ, უყუროთ და ნახავთ, რომ სამომავლოდ კიდევ უფრო მეტი მოტივაცია გაგიჩნდებათ, რომ განვითარდეთ. გარდა ამისა, ასტროლოგების თქმით, თუ ამ დღეს რაიმე ახალ პროექტს წამოიწყებთ, წარმატება და იღბალი თქვენკენ იქნება.
პირველი მარტი
ამ დღეს საოცარ ენერგიას იგრძნობთ და შეძლებთ, ის კონფლიქტები, უთანხმოებები, რასაც დიდი ხნის განმავლობაში ვერ აგვარებდით, წარმატებით გადაჭრათ. შესანიშნავი დღეა მოლაპარაკებებისთვის. გექნებათ მოტივაცია, რომ ირგვლივ მყოფებს საკუთარი თავის შესახებ კიდევ უფრო მეტი გააგებინოთ.
2 მარტი
ეს დღე შედარებით რთული და არაპროგნოზირებადი იქნება. ამიტომაც, არ გაგიკვირდეთ, თუ მომატებულ შფოთვასა და ნერვიულობას იგრძნობთ. ასტროლოგები გირჩევენ, რომ რაიმე მნიშვნელოვანი და რადიკალური გადაწყვეტილება არ მიიღოთ და შემდეგი დღეებისთვის გადადოთ. დაუთმეთ მეტი დრო საკუთარ თავს და ეცადეთ, დღე მშვიდად გაატაროთ.
3 მარტი
ამ დღეს ყველაფერი, რაც ნამდვილად გსურთ, ბევრად უფრო მარტივად მიიღწევა და შესაბამისი ენერგია და მოტივაციაც გექნებათ. იგრძნობთ, რომ სწორ გზაზე ხართ და დაწყებულ საქმეებს კიდევ უფრო დიდი შემართებით გააგრძელებთ.
4 მარტი
ამ დღეს შესაძლოა, სამსახურში, პირად ბიზნესში მოულოდნელად მცირე საჩუქარი, წახალისება, შექება მიიღოთ და დარწმუნდეთ, რომ მართლაც მნიშვნელოვან საქმეს აკეთებთ და კარგადაც გამოგდით, რაც მოტივაციას კიდევ უფრო მეტად გაგიზრდით.
5 მარტი
ეს არის დღე, როდესაც შესაძლოა, სრულიად მოულოდნელი მოვლენები მოხდეს და წინასწარ მომზადება, ფაქტობრივად, შეუძლებელია. ნებისმიერ შემთხვევაში, მიიღეთ ეს ცხოვრებისეულ გამოცდილებად და პიროვნული ზრდის შესაძლებლობად.
წყარო – “ბომონდი”
