ფოტოგრაფმა გოგა ჩანადირმა გამოაქვეყნა 22 წლის ბადრი ჭუმბურიძის ფოტო, რომელიც უკვე 5 წელია, რაც მეეზოვედ მუშაობს და მისი დამსახურებით, დედაენის ბაღი სუფთა და მოწესრიგებულია.
ფოტო სციალურ ქსელში განხილვის საგანი გახდა.
“ეს ის 22 წლის ტრანსგენდერი ქალია(ელენა) რომელიც დასუფთავების სამსახურში მუშაობს და თბილისის ქუჩებს ასეუფთავებს.
თავიდან ხალხის დიდი ნაწილი აქებდა ამ ადამიანს, მაგრამ როცა გაიგეს რომ ტრანსგენდერი ქალია, მას შემდეგ ლანძღავენ და აგინებენ. მიმიფურთხებია ყველა იმ ადამიანზე ვინც ამ მშრომელ ტრანსგენდერ ქალს ლანძღავს და აგინებს იმის გამო, რომ ტრანსგენდერი ქალია.” – წერს ნიკა ბერიძე სოციალურ ქსელში .