რუსეთის არმია აცხადებს, რომ წარმატებით გაუშვა საწვრთნელი სახით “ცირკონის” ტიპის ჰიპერბგერითი ფრთოსანი რაკეტა რუსეთის ჩრდილოეთში, რასაც პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ქვეყნისთვის “დიდი მოვლენა” უწოდა.
პუტინთან ვიდეოკავშირით საუბარში 7 ოქტომბერს რუსეთის გაერთიანებული შტაბის უფროსმა, ვალერი გერასიმოვმა თქვა, რომ რაკეტა გაუშვეს თეთრ ზღვაში მყოფი საბრძოლო გემიდან, “ადმირალ გროშკოვიდან”.
გერასიმოვმა დასძინა, რომ ჰიპერბგერითი, ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტა ბგერის სიჩქარეზე დაახლოებით რვაჯერ უფრო სწრაფად გაფრინდა და ბარენცის ზღვაში მდებარე სამიზნეს მოხვდა.
პუტინს ბევრჯერ ულაპარაკია “ცირკონის” მსგავს ახალი ტიპის შეიარაღებაზე – ის ამბობს, რომ ამ იარაღს უცხოეთში ანალოგი არ აქვს და მათთვის გზის გადაჭრა შეუძლებელია.