9 წლის ანასტასიას ხელნაკეთი სამკაულების პატარა ბიზნესი აქვს – მას თბილ ამინდში, უქმეებზე დედასთან ერთად რუსთაველის მეტროსთან შეხვდებით.
ანო ცდილობს საკუთარი შემოსავლით დედასაც დაეხმაროს და სკოლისთვის საჭირო ნივთები თავად შეიძინოს.
ანასტასია ლამაზოშვილი:
–დავინახე რომ ჩემხელა ბავშვები ყიდდნენ მძივებს. დედიკოს ვუთხარი, რომ მეც მინდოდა მძივების გაყიდვა. ინტერნეტიდან რომ ვნახე, მეც იგივე გავაკეთე და გამომივიდა. პირველად ცოტათი შემრცხვა… ამდენი ხალხი… მეგონა ცოტა ხალხი იქნებოდა. ბოლოს მაინც გავყიდე.
ანასტასია ჰყვება, რომ მძივების აწყობის პროცესი ამშვიდებს და სიამოვნებას ანიჭებს. იგი მედიასთან ამბობს, რომ მომავალი პროფესია შერჩეული აქვს და აპირებს გახდეს პოლიციელი, რათა ბოროტებას ებრძოლოს. მანამდე კი, პატარა ოცნებები აქვს, მაგალითად, 11 მარტს, თავისი დაბადების დღისთვის, თავისი გამომუშავებული ფულით მობილური ტელეფონი შეიძინოს. ანასტასიას სახლში ოთხფეხა მეგობრებიც ჰყავს და რომ მისი ნაშოვნი ფულით ყიდულობს მათთვის საკვებს.
–ტელეფონი იმიტომ მინდა, რომ მეგობრებს მივწერო, კიდევ იმიტომ მინდა, რომ ზოგი ადამიანი რომ წერს, სულ გარეთ არისო, ავუხსნა, რომ არა ვარ სულ გარეთ და სკოლაშიც დავდივარ.
ანასტასიას დედა, ნინო ლამაზოშვილი, ძლადობის მსხვერპლი იყო, ამბობს, რომ სამ შვილთან ერთად, გარკვეული დროით, თავშესაფარშიც მოუწია ცხოვრება.
–კვირის განმავლობაში, ანასტასია, რა თქმა უნდა სკოლაში დადის, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით და ჩვენ გამოვდივართ ხოლმე თბილ ამინდებში, შაბათ–კვირას 3 საათიდან 6 საათამდე.
სხვადასხვა მაღაზიებმა შემოგვთავაზეს, შეიტანონ ანოს მძივები და დაუთმონ კუთხე. ვამაყობ, ერთ დღეში შეცვლილი ცხოვრების არ მეჯერა, მაგრამ, თურმე შესაძლებელია და ძალიან ბედნიერი ვარ.
სიუჟეტს ანასტასიას შესახებ, გადაცემა “დილა მშვიდობისა საქართველო” ავრცელებს: