Friday, May 9, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საინტერესო

იპოვეთ თქვენი გვარი სიაში: რას ნიშნავს კონკრეტული გვარი და რა ისტორია აქვს მას

June 3, 2019
gvarebi

ქართული გვარების წარმომავლობა სხვადასხვა ისტორიას თუ სახელს უკავშირდება. მაგალითად, კვირიკედან მომდინარეობს ქართული გვარები: კვირიკაშვილი, კვირიკაძე, კვეკვესქირი, კვეკვესკირი.

გვარი ივანიშვილის ფუძედ გამოყენებულია მამაკაცის საკუთარი სახელი- ივანე. წინაპრებს ის უსესხებიათ ძველი ებრაულიდან, სადაც ივანე იგივეა, რაც „ღვთის წყალობა“, „ვისაც ღმერთი სწყალობს“. ამ სახელის საწყისი ფორმაა იოხანან (იეჰოხანან). სხვადასხვა სახეცვლილებით ის შესულია მსოფლიოს ბევრ ენაში. ქართულში ძველად გვხვდებოდა იოვანე და იოანე, აქედან მივიღეთ ივანე, მისი შემოკლებით კი – ვანო. ამ სახელისგან წარმოქმნილია რამდენიმე ქართული გვარი: ივანიშვილი, ივანგულისშვილი, ივანეიშვილი, ივანეშვილი, ივანიასძე, ივანიაძე, ივანისძე, ივანიძე, ივანკახიშვილი, ივანჯანისშვილი, ივანაშვილი, ჟვანია (ივანია) და სხვა.

საკაშვილის გვარის მქონეთა შორის არიან როგორც ქართველები, ისე ოსები. ქვემო ქართლის სოფელ კუმისში (დღევანდელი გარდაბნის რაიონში) მოიხსენიებიან საკაშვილები. ცხინვალის მიდამოებში მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში რუსული ჩანაწერებით, სუფიქსი შვილის ნაცვლად ზოგიერთები ჩაწერეს საკ-ა-ევი, საკ ფუძითაა გვარები საკანიანი, საკიანი, საკოიანი; არსებობს ასევე ებრაული სახელიდან ისაკ (ძველ ებრაულად – „მოცინარი“). ბიბლიური გადმოცემის მიხედით, პატრიარქ აბრაამის ცოლს, სარას, რომელსაც დიდხანს არ ჰყავდა შვილი, უკვე მოხუცებულობის ჟამს უწინასწარმეტყველეს, რომ ვაჟი გაუჩნდებოდა. მან არ დაიჯერა ეს და გაეცინა. შემდეგ კი, როცა წინასწარმეტყველება აუხდა, ვაჟს ისაკი დაარქვა. აქედანაა გვარები: ესაკია, ისაკაძე, სააკაშვილი, სააკიშვილი, სააკაძე…

ღარიბაშვილი- ქანისხეობელი ღარიბაშვილები მთიულეთიდან ყოფილან. მათი დედა-გვარია ნარიმანიძე. ასევე, ნარიმანიძეები სახლობდნენ ცხრაძმის ხეობის სოფელ ჩიტიანებში.

სოფელ ანატაში ცხოვრობდა ღარიბაშვილების 30 კომლი.

„ახატნელი ღარიბაშვილები ვართ გადმოხვეწილი ქისტის სამხამის შთამომავალნი. 150 წელი იქნება, რაც ჩვენი წინაპარი ახატანში მოსახლეობდა. აქ გვაქვს სალოცავი „სამება ოქროსკარაი”.

 

იპოვეთ თქვენი გვარის ისტორია აქ.

Tags: chemi gvaris istoriagvaris istoriaistoriaგვარის ისტორიაქართული გვარებიჩემი გვარის ისტორია

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ცოცხალი აღარაა, გასასკდომი გულიც აღარ მაქვს” – აკა სინჯიკაშვილი საზოგადოებას მიმართავს
  • 🎥”ქართული ოცნების პირობებში ჩვენ არათუ ევროპას დავკარგავთ, არამედ ქართველი ერის სრული დეგრადაცია მოხდება”- გედევან ფოფხაძე
  • ვის გაეთიშება ხვალ დენი – იხილეთ მისამართები

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge