შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინაში მოულოდნელი ვიზიტისას უკრაინისთვის დამატებით ნახევარი მილიარდი დოლარის ღირებულის დახმარება დააანონსა.
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ბაიდენმა აღნიშნა, რომ დახმარება მოიცავს სამხედრო აღჭურვილობას, მათ შორის საარტილერიო საბრძოლო მასალას, დამატებით ჯაველინებსა და ჰაუბიცებს.
ზელენსკიმ თქვა, რომ მან და ბაიდენმა ისაუბრეს შორი მოქმედების იარაღზე და იმ იარაღზე, რომელიც შეიძლება კვლავ მიეწოდოს უკრაინას, მათ შორის იარაღებზე, რომელიც კიევისთვის ჯერჯერობით არ მიუწოდებიათ.
სიტყვით გამოსვლისას ბაიდენმა ისაუბრა უკრაინის წინააღმდეგობაზე:
“ერთი წლის შემდეგ, კიევი დგას, უკრაინა დგას, დემოკრატია დგას”, – თქვა მან.
ჯო ბაიდენისა და ვოლოდიმირ ზელენსკის ჩახუტება – ისტორიული კადრი, რომელმაც წამებში მსოფლიო მოიარა: