“გამარჯვება კვარაცხელიას დახმარებით მოვიპოვეთ, რომელიც პეპელასავით ფარფატებდა” – ამის შესახებ “ნაპოლის” მთავარმა მწვრთნელმა ლუჩიანო სპალეტიმ მატჩის შემდგომი პრესკონფერენციის დროს განაცხადა.
“როგორც ყოველთვის ინდივიდუალური გამარჯვებები არ არსებობს, ყოველთვის კოლექტიურობა იგებს შეხვედრებს. თამაშის მიმდინარეობით, ჩვენს ბოლო გამარჯვებებს თუ შევადარებ, დღევანდელი მატჩი ყველაზე კარგი იყო.
ჩვენ გამარჯვება მოვიპოვეთ კვარაცხელიას დახმარებით, რომელმაც ბურთი შორს მიიღო, ისე როგორც პეპელა ფარფატებს, ბურთი წინ წაიღო და მოძრაობისას მიმართულება რამდენჯერმე შეცვალა. ამის შემდეგ კი იყო ოსიმენის შესანიშნავი გოლი. “,- განაცხადა სპალეტიმ.
