ვერძი
ამ დღეს შესაძლებლობა გექნებათ, რომ პროფესიულ განვითარებასთან და დაგეგმვასთან დაკავშირებულ საკითხებში წარმატებას მიაღწიოთ.
დროა, თანამოაზრეები შემოიკრიბოთ და საკუთარი გეგმების განხორციელებას შეუდგეთ. გირჩევთ, რვეული და კალამი ძილშიც გვერდით გედოთ – რა იცით, თავში მორიგი ბრწყინვალე იდეა როდის მოგივათ?
კურო
ამ დღეს ერთ ადგილზე ჯდომა არ შეიძლება! ცხოვრება თქვენგან ახალ მოვლენებს, ემოციებს და შთაბეჭდილებებს ითხოვს! ვარჯიში, შოპინგი, ახალი ნაცნობობა – თქვენთვის ეს ყველაფერი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მთავარია, სიტუაციაზე და საკუთარ თავზე კონტროლი არ დაკარგოთ.
ტყუპები
ამ დღეს უახლოეს ადამიანებთანაც კი საერთო ენის პოვნა გიჭირთ. მიზეზი შეიძლება თქვენი კატეგორიულობა და კომპრომისზე უარი თქმა გახდეს. მშვიდობის დასამყარებლად მოთმინება უნდა გამოიჩინოთ და დიპლომატიური სასწაული უნდა მოახდინოთ. ბოლოს და ბოლოს, თუ საქმე პრინციპებს არ ეხება, რატომ არ უნდა დათმოთ? ეს უკეთესია, ვიდრე მთელი დღის უსარგებლო კამათში გატარება.
კირჩხიბი
რომანტიკული განწყობა მნიშვნელოვან საკითხზე ფიქრში ხელს გიშლით, რაც გადაწყვეტილების მიღებას და სწორი არჩევანის გაკეთებას ართულებს. ეს შეიძლება სამუშაო პროექტებს, შესყიდვებს და თქვენს პირად ცხოვრებას ეხებოდეს. მთავარი ისაა, რომ ამ არჩევანის შემდეგ სხვა ვარიანტების დავიწყება მოგიწევთ, ამიტომ გადაწყვეტილების მიღებამდე ყველა დადებითი და უარყოფითი მხარე უნდა აწონ-დაწონოთ.
წარმატებული არჩევანის წესი მარტივია – გული გიკარნახებთ, რა უნდა გააკეთოთ, გონება კი გეტყვით, რისი გაკეთება არ შეიძლება.
ლომი
ამ დღეს გული და გონება ერთმანეთს ეწინააღმდეგება – სურვილებს ერთი მიმართულებით მიჰყავხართ, ლოგიკას და ფაქტებს კი საპირისპირო მხარეს. ჰოროსკოპის ვარსკვლავები გირჩევენ, არ აჩქარდეთ, რომ მცდარი გადაწყვეტილება არ მიიღოთ. თუ დარწმუნებული არ ხართ, ჯობს სხვა ვარიანტები განიხილოთ.
ქალწული
ეს დღე იქ უნდა გაატაროთ, სადაც ცხოვრება ჩქეფს, ახალ ნაცნობობას და ახალ შესაძლებლობებს გთავაზობთ. ჰოროსკოპის ვარსკვლავები გირჩევენ, რომ საინტერესო ღონისძიებას დაესწროთ, კაფეში ან რესტორანში დრო სასიამოვნოდ გაატაროთ ან, უბრალოდ, სტუმრად წახვიდეთ.
სასწორი
უინტერესო და მოსაწყენი საქმის კეთების ხასიათზე არ ხართ – ახლა თქვენს თავში შორეული მოგზაურობის ქარიშხალი ქრის. ჰოროსკოპის ვარსკვლავები გირჩევენ, რომ სასიამოვნო სასარგებლოს შეუთავსოთ და შვებულება დაგეგმოთ, თუნდაც მანამდე დიდი დრო იყოს. ეს საშუალებას მოგცემთ, მიზანზე იფიქროთ და მოსაწყენ რეალობას შეეგუოთ.
მორიელი
ამ დღეს თავს ყველაზე კარგად სახლიდან მოშორებით იგრძნობთ. წყნარ ოფისში ან სახლის მყუდრო გარემოში მუშაობისთვის განწყობილი არ ხართ. პირიქით, ახალი შთაბეჭდილებები და მრავალფეროვნება გსურთ. პარკში გასეირნება, ახალი ნაცნობობა ან მოგზაურობა გრძნობებს გაამძაფრებს და „მეორე სუნთქვას“ გაგიხსნით.
მშვილდოსანი
ვარსკვლავები გირჩევენ, სახლის გარეთ რაც შეიძლება მეტი დრო გაატაროთ. მაგალითად, შეგიძლიათ კაფეში მეგობრული წვეულება მოაწყოთ ან კინოში წახვიდეთ. ეს საშუალებას მოგცემთ, რომ დრო სასიამოვნოდ გაატაროთ, საინტერესო ნაცნობობა გააბათ და მოსაწყენი დღეები გაალამაზოთ.
თხის რქა
თქვენს ურთიერთობებს გამოცდა ელის – ეს როგორც სამსახურებრივ, ისე პირად ურთიერთობებს ეხება. მოსალოდნელია კონფლიქტური სიტუაციების პროვოცირება და უსიამოვნებების თავიდან ასაცილებლად მთელი დიპლომატიური შესაძლებლობების გამოვლენა მოგიწევთ. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ გარშემო მყოფების კრიტიკისგან თავი შეიკავოთ.
მერწყული
ყურადღებით მოისმინეთ, რას ამბობენ თქვენ გარშემო და შეიძლება რაღაც ძალიან საინტერესო გაიგოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ შეთავაზებულ დახმარებაზე ან რჩევაზე უარი არ თქვათ – ამ დღეს თქვენი წარმატების გასაღები, პირად კომფორტზე მეტად, გარშემომყოფების დახმარებაში მდგომარეობს.
თევზები
შესაძლოა, რაღაცის მიმართ შემოქმედებითი ინტერესი გაგიჩნდეთ. ახალი ჰობი ან რომანტიკული ნაცნობობა გელით, არც ისაა გამორიცხული, რომ თავად გახდეთ ვიღაცის შთაგონების წყარო. ცნობისმოყვარეობით იწვით და ინტერესის დასაკმაყოფილებლად მზად ხართ, მთები გადადგათ!