ვეტერანმა მეკარემ, ანზორ კავაზაშვილმა “მატჩ ტვ”-სთან ინტერვიუში „ნაპოლისა“ და საქართველოს ნაკრების შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.
კავაზაშვილის თქმით, მას ძალიან სურს, რომ ხვიჩამ „ოქროს ბურთი“ მოიგოს.
„არამხოლოდ მიკვირს, მიხარია, რომ ხვიჩა ოქროს ბურთის პრეტენდენტთა სიის ათეულში მოხვდა. ეს მეტყველებს მისი თამაშის საიმედოობაზე, მის წარმოშობაზე და რუსეთის პრეიერ ლიგაში შესანიშნავ პრაქტიკაზე.
ნებისმიერი ნიჭიერი მოთამაშე ყოველთვის იპოვის გზას საუკეთესო ევროპული საფეხბურთო ელიტისკენ. ბოლოს და ბოლოს, ჩვენ ხშირად ვეძებთ ფეხბურთელებს საზღვარგარეთ, ვატრიალებთ მთელ დედამიწას, ვტრიალებთ თითოეულ ქვეყანაში ლეგიონერების საძებნელად, ვხარჯავთ უამრავ ფულს.
ჯობია, მიწაზე ჩამოხვიდე და იქვე მიმოიხედო, ბევრი ნიჭიერი ბიჭი გვყავს, რომლებსაც შესანიშნავი თამაშის ჩვენება შეუძლიათ.
მჯერა თუ არა, რომ ხვიჩა ოქროს ბურთისთვის ბრძოლას შეძლებს? მე ვისურვებდი, რომ ეს მოხდეს. კვარაცხელია ამას აუცილებლად ეცდება“ , – განაცხადა კავაზაშვილმა.
შეგახსენებთ, კვარაცხელია „ოქროს ბურთის“ მოგების ნომინანტთა ათეულში დაწინაურდა.
ის მე-8 ადგილზე გადავიდა.