ადამიანებს მრავალი სახის შიში აწუხებთ, მათ შორის სასაცილო შიშებიც არსებობს, როგორიც არის, მაგალითად, სიდედრის შიში. მას სამედიცინო ენაზე პენტერაფობია ჰქვია.
არავინ იცის, რატომ უნდა ეშინოდეს სიდედრის, მაგრამ თავს ზემოთ ძალა არ არის – ეშინია და მორჩა.
ფსიქოლოგების მიერ გამოკითხული მამაკაცების 70 პროცენტი აღიარებს, რომ სიდედრის ცეცხლივით ეშინია, მაგრამ მიზეზი ვერ აუხსნია.
მიზეზების ძიება ალბათ საჭირო არც არის – უბრალოდ, საყოველთაო ჭეშმარიტებაა, რომ ყველა მშობლის სურვილია, მისი შვილი უყვარდეთ და პატივს სცემდნენ.