Sunday, June 21, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

რუკა, სადაც ჩანს, რომელი ადგილებია საქართველოში სეისმურად ყველაზე აქტიური

February 13, 2023
რუკა, სადაც ჩანს, რომელი ადგილებია საქართველოში სეისმურად ყველაზე აქტიური

მიწისძვრის პროგნოზირება ვერ ხდება. 21-ე საუკუნეშიც მეცნიერები ვერ ახერხებენ მოსალოდნელი ბიძგების წინასწარ პროგნოზს. არავინ იცის, როდის ან სად მოხდება მიწისძვრა, თუმცა არსებობს სეისმურად აქტიური და პასიური ზონები. რაც შეეხება საქართველოს – შესაძლებელია თუ არა ჩვენს ქვეყანაში მოხდეს მიწისძვრა, რომელიც იქნება დამანგრეველი – ეს კითხვა ახლა ყველას აწუხებს. სეისმოლოგები განმარტავენ, რომ საქართველო საშუალო სეისმურობის ზონად ითვლება.

რას ამბობენ სეისმოლოგები – ძირითადად, რა მიზეზით ხდება საქართველოში მიწისძვრა, რომელ ზონაში ვართ და შესაძლებელია თუ არა იყოს ძლიერი ბიძგები ჩვენს რეგიონში – ამ კითხვებით ჩვენ ქართველ სპეციალისტებს მივმართეთ.

სეისმოლოგი რუკას გვიჩვენებს, სადაც მუქად არის აღნიშნული ის ადგილები, რომელიც სეისმურად აქტიურია. რუკის მიხედვით, კავკასიონის შუა ნაწილი და აღმოსავლეთ ფერდობი არის ძალიან აქტიური, ასევე, ჯავახეთის ფერდობი.

სპეციალისტის თქმით, ყველაზე ძლიერი მიწისძვრა  1991 წელს რაჭაში მოხდა, სიმძლავრემ 7 მაგნიტუდა შეადგინა, შემდეგ კი მეწყერმა სოფელი ჩაიტანა და მთლიანად გაანადგურა.

“ბათუმი, ვხედავთ, რომ ყველაზე ღია ფერის არის, იმიტომ რომ აქ ყველაზე ნაკლებია შანსი, დიდი მიწისძვრა მოხდეს, მაგრამ შეიძლება სხვაგან მოხდეს დიდი სიმძლავრის მიწისძვრა და ბათუმისთვის დამანგრეველი იყოს. რადგან საქართველოში არ გვაქვს ასეისმური ზონა, ფრთხილად უნდა ვიყოთ.

თბილისიც აქტიურია, არც ჯავახეთისგან არის შორს, არც თვითონ არის ასეისმური, რომ აქ არ ველოდოთ მიწისძვრას,” – ამბობს სეისმოლოგი ლანა რატიანი.

სპეციალისტების თქმით, ხშირია მიწისძვრები ჯავახეთის ზეგანსა და საქართველო-სომხეთის საზღვარზე  ასევე,  ძალიან აქტიურია კახეთის მიმდებარე ტერიტორია და საქართველო-რუსეთის საზღვართან მდებარე ტერიტორია.

“მიწისძვრის ენერგიის გამოთავისუფლება და შეგრძნებადობა სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული, მაგნიტუდაზე, მიწისძვრის სიღრმეზე, ქანთა აგერულებაზე, დასახლებული რამდენად არის ტერიტორია და ა.შ.

ერთი ერთეულით მაგნიტუდის გადიდება ნიშნავს ენერგიის 32-ჯერ გადიდებას, ანუ ერთი ერთეული არ ნიშნავს მცირე სხვაობას, მაგნიტუდა 6-სა და 7-ს შორის არის დიდი ენერგიული სხვაობა და აუცილებლად უნდა დავგეგმოთ მშენებლობები, ინჟინრებს უნდა ჰქონდეთ მჭიდრო კონტაქტი სეისმოლოგებთან და ერთად უნდა ხდებოდეს ახალ სტანდარტებზე გადასვლა,” – ამბობს სეისმოლოგი თინათინ როსტომაშვილი.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • თბილისში ბავშვს დენმა დაარტყა — როგორია მისი მდგომარეობა?
  • მგზავრი, რომელიც დიდუბის მეტროს ლიანდაგებში ჩავარდა, დაიღუპა
  • ლაშა გურული გამარჯვების შედეგ ვიდეომიმართვას ავრცელებს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge