სამოქალაქო აქტივისტი დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
დაახლოებით ერთი თვის წინ ერთმა რუსმა სასტიკად სცემა ქართველს.
ეს ქართველი მძიმე დაზიანებებით მოხვდა საავადმყოფოში და საკმაოდ დიდი ხანი იმკურნალა.
თავის ქალის დაზიანება, ტვინის შერყევა, მოტეხილი ცხვირი.
ის რუსი არათუ დააკავეს, არამედ ეცადნენ რომ საქმეც არ აღეძრათ.
დღეს, გუდაურში მოხდა დაპირისპირება რუსსა და ცნობილ აქტივისტს, ცოტნე ჯაფარიძეს შორის.
შედეგად, ცოტნე ჯაფარიძე დაკავებულია და მას ხვალ სასამართლოზე წინასწარი დაკავების საკნიდან მიიყვანენ.
ანე, მას არ უშვებენ.
ის რუსი კი თავისუფალია და უკომფორტულესად გრძნობს თავს.
უკვე რუსეთში ვართ, თანაც უკვე უუფლებოდ.
ხელისუფლება ღიად იცავს რუსების ინტერესებს.
რაც უფრო მალე მივხვდებით ამას და საკადრის პასუხს გავცემთ ამ მოღალატე და კოლაბორაციონისტ მთავრობას, ჩვენთვისვე უკეთესი იქნება.
წინააღმდეგ შემთხვევაში, უნდა შევეგუოთ ქოცრუსულ მმართველობას და ვაღიაროთ, რომ რუსებმა გვაჯობეს.
ვაღიაროთ?
ჩემი პასუხი – სამოქალაქო გაერთიანება და ამ რუსებზე უარესებისთვის საკადრისი პასუხის გაცემაა!
